ლიკა ლაბაძე საქართველოდან ერთი წლით გაემგზავრა

ლიკა ლაბაძე საქართველოდან ერთი წლით გაემგზავრა

ჟურნალისტები დიდი ხანი ვცდილობდით ტელეწამყვან ლიკა ლაბაძესთან ინტერვიუს ჩაწერას. ბოლო თვეების განმავლობაში ის პრესაში საერთოდ არ გამოჩენილა. ჩვენს ზარებს თავაზიანად პასუხობდა და ამბობდა, რომ ჰქონდა რაღაც გეგმა, რომლის განხორციელების შემდეგ დაიწყებდა ისევ ინტერვიუებზე დათანხმებას. არადა, ლიკა ყვითელი პრესის ერთ-ერთი საყვარელი რესპონდენტი გახლდათ, რომელიც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე უარს არასდროს ამბობდა. ბოლოს ''რეიტინგიც'' ეცადა მასთან დაკავშირებას, თუმცა ლიკამ ისევ იგივე პასუხი გაგვცა.

რასაკვირველია, დავინტერესდით, ასეთი რა საიდუმლო გეგმა ჰქონდა ტელეწამყვანს და გამოვარკვიეთ კიდეც. მან მცირე ხანია, დატოვა საქართველო და სასწავლებლად გაემგზავრა, ჯერჯერობით ერთი წლით, თუმცა შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც მოუხდეს დარჩენა. ლიკა უკვე ნიუ-იორკშია და სწავლას შეუდგა. შესაბამისად, ''იმედის დილა'' მის გარეშე დარჩა. ლიკას ტელეფონი გათიშული აქვს, ამიტომაც მასთან შეხმიანება ინტერნეტის საშუალებით გადავწყვიტეთ, თუმცა ტელეწამყვანი კონტაქტზე არ გამოვიდა. როგორც მოგვიანებით გვითხრეს, მას ჯერჯერობით არ უნდა საკუთარი გეგმების შესახებ ლაპარაკი. ვერც ის გავიგეთ, კონკრეტულად რა ფაკულტეტი შეარჩია, თუმცა ამბობენ, რომ ახლანდელი პროფესიისგან შორს არ წასულა.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება