ცნობილების პლასტიკური ოპერაციები და მათი შედეგები

ცნობილების პლასტიკური ოპერაციები და მათი შედეგები

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ვარსკვლავები დიდი ხანია, ღიად ლაპარაკობენ საკუთარი პლასტიკური ოპერაციების შესახებ, ქართველ ცნობილ სახეებს ამის აღიარება ძალიან უჭირთ. უცნაურია, მაგრამ ხანდახან გარეგნობის უეცარ ცვლილებას ხან გარდატეხის ასაკს აბრალებენ და ხანაც, უბრალოდ, ასაკის მატებას. ცნობილებიდან, რომლებზეც ამჯერად მოგიყვებით, ყველა არ გამხდარა პლასტიკური ქირურგის პაციენტი, მაგრამ მათი გარეგნული მეტამორფოზა ბოლო წლების განმავლობაში ზედმეტად შესამჩნევი გახდა.

ალბათ, ბიძინა ივანიშვილი რომ პოლიტიკაში არ მოსულიყო, დღეს არავის ეცოდინებოდა, ვინ არის გვანცა ბაგრატიონი. მართალია, გოგონა ქართული რეპის დედოფალი ვერ გახდა, მაგრამ პოპულარობა ბერა ივანიშვილის სიყვარულით მოიპოვა. მილიარდერის საყვარელ ვაჟზე შეყვარებული გვანცა მალე მოექცა პრესის ყურადღების ცენტრში და სკანდალურმა განცხადებებმაც არ დააყოვნა. ხან ბერასთან დუეტით''იმუქრებოდა'', ხანაც მასთან ერთად გატარებულ რომანტიკულ ვახშამზე წერდა.

ბოლო დროს გვანცა ფიზიკურად ძალიან შეიცვალა, ამბობს, რომ ეს სულაც არ არის პლასტიკური ოპერაციების დამსახურება, მაგრამ გოგონა იმდენად დაემსგავსა თოჯინა ბარბის, რომ მისი ძველი და ახალი იმიჯის შედარებისას განსხვავება აშკარად თვალში საცემია. ხშირად წერენ, რომ აწყობილია და უამრავ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებს, მაგრამ ქართველი ბარბი ჯიუტად უარყოფს და სოციალურ ქსელში კეთილის მსურველებს ახალ-ახალი იმიჯით ანებივრებს.

სოფო ნიჟარაძესაც არასდროს დაუდასტურებია, რომ თუნდაც ერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთე-ბული. წარბების უჩვეულო ფორმის გარდა, სოფოს გარეგნობაში აშკარად ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ეს პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა თუ უბრალოდ ახალი და კარგი სასცენო იმიჯი, დღემდე გამოცანად რჩება. ფაქტია, რომ წლების გასვლის შემდეგ ნიჟარაძე გარეგნულად უფრო დაიხვეწა, ვიდრე რუსეთში ჯულიეტას თამაშის დროს.

შორენა ბეგაშვილი ამ შემთხვევაშიც პირველია, რადგან ყველაზე ხშირად მას უწევს თავის მართლება, რომ მკერდი და უკანალი არ გაუზრდია და არც ცხვირის ოპერაცია გაუკეთებია. მართალია, მსახიობი და ტელესახე ამ ფაქტს უარყოფს, მაგრამ ძველსა და ახალ ფოტოებს თუ შევადარებთ, შორენას მკერდის ზომებში აშკარა სხვაობაა. რაც შეეხება ცხვირს, ფაქტია, რომ უხდება და ნამდვილად კარგად აქვს გაკეთებული, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ შორენას პასპორტის ფოტოზე, რომელსაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა, სხვანაირი ცხვირი აქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება