გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა

გიორგი ქორქიას შვილს სიარული ძაღლმა ასწავლა

ცხოველები არის თემა, რომელზეც გიორგი ქორქია სიამოვნებით საუბრობს. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ ''რუსთავი 2''-ის ტელეწამყვანი ერთი პერიოდი ზოოპარკში ცხოველების მომვლელად მუშაობდა. ახლა ციმბირული ჰასკი ჰყავს, სიუქსი, რომელიც უკვე 5 წლისაა. ერთი თვისაც არ იყო, სახლში რომ მოიყვანა და მასზე პასუხისმგებლობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო.

- სანამ ვაკეში, დედაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ქუჩის ძაღლი გვყავდა. მაშინ 3-4 წლის ვიყავი, კარგად არც მახსოვს, მაგრამ ცხოველებთან შეხება იმ დროიდან მქონდა. 8-9 წლის ასაკში დავიწყე ცხენოსნობაზე სიარული. დიდი ხნის განმავლობაში ნაკრებშიც ვთამაშობდი და სულ მყავდა ცხენი. 12 წელი ვიყავი ამ სპორტით დაკავებული. თბილისის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორიც გახლდით. საერთაშორისო მასშტაბებზე არ გავსულვარ. ერთ ცხენს, რომლითაც ვასპარეზობდი, დევიზი ერქვა.

- თავიდან ცხენზე ჯდომის არ შეგეშინდა?

- არა. რაც არ მაქვს, ეს ცხოველის შიშია. არც გარეულის მეშინია და არც შინაურის. მიუხედავად იმისა, რომ 300-ჯერ მაინც ვარ ცხენიდან გადმოვარდნილი, აქედან ნახევარი მაინც ჩემი ბრალი იყო. ცხენიდან თუ გადმოვარდები, იმწუთასვე თუ არ ადექი და ისევ არ დაჯექი, შიში შეგიპყრობს და იმავეს გაკეთება მერე მართლა გაგიჭირდება. ერთხელ ტურნირი ხელმოტეხილმა გავაგრძელე. მერე, 90-იანებში ვეღარ ვახერხებდი სწავლას, მუშაობას და ცხენოსნობას ერთად. თან ქვეყანაში ყველაფერი აირია და შევეშვი ამ სპორტს.

- ნოსტალგია არ გაქვს?

- კი, ყოველთვის მქონდა. და როცა მომინდება ხოლმე, იპოდრომზე ავდივარ და ცხენზე ვჯდები. ახალ ცხენზე რომ ჯდები, ის გამოცდას გიწყობს. თავს ცხენზე მუხლებით იმაგრებ, თუ მუხლი აგიკანკალდა, ჩათვალე, რომ ძირს ხარ. ცხენი გრძნობს, რომ გეშინია და გაგდებს. ძაღლი რატომ გკბენს? ადრენალინს გამოყოფ და ამას გრძნობს ძაღლი. ასევეა ცხენიც.

- შენთვის ძაღლს თუ უკბენია?

- კი, საკუთარსაც.

- რა ძაღლი გყავს?

- ხუთი წლის წინ მომინდა, მყოლოდა ციმბირული ჰასკი. მაშინ ეს ჯიში ბევრი არ იყო ქალაქში, სულ რამდენიმე ცალი. ოჯახის წევრებიც ნორმალურად შეხვდნენ ჩემს ამ ახირებას, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი სულ ამბობდა, სახლში ძაღლს რა უნდაო. ეზო გვაქვს, მაგრამ ჰასკის ეზოში ცხოვრება არ შეიძლება. ეს ის ჯიშია, რომელიც გარბის, იმიტომ არა, რომ პატრონს გაურბის, ამ ჯიშის დანიშნულება სირბილია. მარხილში აბამენ. ჰორიზონტს რომ ხედავს, გარბის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება