მაკა ჩიჩუა უგო ბაგრატიონთან ერთად "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იქნება?

მაკა ჩიჩუა უგო ბაგრატიონთან ერთად "ნიჭიერის" ჟიურის წევრი იქნება?

ახალი სატელევიზიო სეზონი უკვე დაიწყო. სულ მალე "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "ნიჭიერი" დაიწყება, რომლის მიზანიც ახალი ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა. ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტის ჟიურის წევრი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა გახდება. მაკა ჩიჩუას ტელევიზიაში მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს, როგორც ვიზაჟისტს და მხატვრულ ხელმძღვანელს.

სანდო წყაროს ცნობით, არხის ხელმძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას მაკა ჩიჩუასთან, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. სანდო წყაროსგან ასევე, შევიტყვეთ ის, რომ ჟიურის მეორე წევრი შესაძლოა, სამეფო ოჯახის წარმომადგენელი უგო ბაგრატიონი იყოს, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და ქალების გულთამპყრობელია.

ambebi.ge შეეცადა გადაცემის პროდუსერთან დაკავშირებას, მაგრამ ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება