"ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე" - ხელოვანები სოციალურ კამპანიაში ერთვებიან

"ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე" - ხელოვანები სოციალურ კამპანიაში ერთვებიან

"ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე" - ეს არის საქართველოს ხარისხის ასოციაციის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი, რომლის გარშემო ხელოვანები გაერთიანდნენ.

19 სექტემბერი საქართველოში ხარისხის დღეა, სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გაერთიანდნენ პროფესიონალები, რომლებიც ზრუნავენ ხარისხზე, ვისთვისაც ხარისხი პრიორიტეტულია, როგორც საკუთარ საქმიანობაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცნობილი ადამიანები ხარისხის ასოციაციის მიერ ინიცირებული სოციალური კამპანიის ფარგლებში საზოგადოებას კონკრეტულ მესიჯს უგზავნიან: "ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე".

სოციალური კამპანია, რომელიც საზოგადოებაში ხარისხის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, აერთიანებს მხატვრებს, მომღერლებს, ქართული ნაციონალური ბალეტის წარმომადგენლებს, დიზაინერებს, მწერლებსა და ჟურნალისტებს.

ხელოვანებმა სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის ფოტოები გადაიღეს წარწერით "ერთად ვიზრუნოთ ხარისხზე". ფოტოების გამოფენა პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართება.

19 სექტემბერი საქართველოში ხარისხის დღედ ჯერ კიდევ 2002 წელს საქართველოს ხარისხის ფონდის ინიციატივით გამოცხადდა. ეს თარიღი ყოველ წელს სხვადასხვა აქციით აღინიშნება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება