ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებსაც პორნო ფილმებში აქვთ ნათამაშები

ჰოლივუდის 10 ვარსკვლავი, რომლებსაც პორნო ფილმებში აქვთ ნათამაშები

10. სილვესტერ სტალონე

1970 წელს, სანამ სტალონე ბოევიკების ვარსკვლავი გახდებოდა, მსუბუქ პორნოგრაფიულ ფილმში გადაიღეს, ”წვეულება კიტისთან და ბედაურთან”, სადაც ”იტალიელ ბედაურს” განასახიერებდა. მომავალ რემბოს სულ რაღაც 200 დოლარი გადაუხადეს.

9. კამერონ დიასი

სანამ ”ნიღაბში” ვარსკვლავურ როლს შეასრულებდა, 19 წლის კამერონ დიასი პორნოგრაფიულ ფილმში თამაშობდა. როდესაც პოპულარული გახდა, ეცადა ყველა ვიდეოჩანაწერი ამოეღო ინტერნეტიდან, მაგრამ რასაკვირველია, ეს ვერ მოახერხა. მოძებნეთ გუგლში და მარტივად იპოვნით ნორჩი დიასის პიკანტურ ვიდეოს.

8. მეთ ლებლანკი

პოპულარულ სერიალ ”მეგობრებში” ჯოუის როლისთვის ლებლანკს ბოლო სეზონში თითო სერიაში ერთ მილიონ დოლარს უხდიდნენ. მაგრამ სანამ საკულტო როლს მოირგებდა, მსახიობმა მსუბუქ პორნოგრაფიულ სერიალ ”წითელი ფეხსაცმლის დღიურებში” ითამაშა.

7. დევიდ დუხოვნი

ლებლანკის მსგავსად, კარიერის დასაწყისში დევიდ დუხოვნიც ”წითელი ფეხსაცმლის დღიურებში” თამაშობდა. ამის შემდეგ უცხოპლანეტელებთან საბრძოლველად წავიდა ”საიდუმლო მასალებში”.

6. არნოლდ შვარცენეგერი

სანამ გუბერნატორი გახდებოდა და კიდევ უფრო მანამდე, სანამ ტერმინატორი გახდებოდა, შვარცენეგერი 1970 წლის "მისტერ ოლიმპი" იყო. არნიმ რამდენიმე პორნოგრაფიულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა გეი ჟურნალებისთვის.

5. ჰელენ მირენი

მაღალი კლასის ბრიტანელი ლედი, დედოფალ ელიზაბეტის როლისთვის ”ოსკარის” მფლობელი ჰელენ მირენი 70-ანების სკანდალურ ფილმ ”კალიგულაში” თამაშობდა. ფილმის ნახვა ნებისმიერ საიტზეა შესაძლებელი, რადგან ოფიციალურად ის პორნოგრაფიად არ მიიჩნევა, მაგრამ თუ ეს პორნოგრაფია არაა, მაშინ ის არც არაფერი ყოფილა.

4. ჯეკი ჩანი

ყველასთვის საყვარელი მსახიობი 70-იანი წლების შუა პერიოდში პორნო კლასიკაში ”ყველანი ოჯახში” იღებდა მონაწილეობას. ჰონგ-კონგურ პორნოგრაფიულ კომედიაში ჯეკი ჩანი ”მთვრალი ოსტატის” ნაცვლად, სექსის ოსტატად გვევლინება.

3. მერლინ მონრო

1940 წელს მერლინ მონრო სრულიად შიშველ ფოტოსესიაში გადაიღეს. ახლა მსგავს ფოტოებს პორნოგრაფიას აღარავინ ეძახის, მაგრამ 40-იან წლებში ეს იგივე დონის პორნოგაფია იყო, როგორც პერის ჰილტონის საოჯახო ვიდეოებია. მაშინ ის ჯერ კიდევ ნორმა ჯინი იყო და მის შესახებ ბევრმა არავინ იცოდა.

2. კოლინ ფარელი

ირლანდიელმა ხულიგანმა თავად გადაიღო საკუთარი სექსის ამსახველი ვიდეო მოდელ ნიკოლ რიჩისთან ერთად. ვიდეო ინტერნეტში მალევე გავრცელდა და დღესაც ნებისმიერს შეუძლია მისი ნახვა.

1. საშა გრეი

პრინციპში საშა გრეი თუ ვინმემ იცის, პორნოგრაფიიდან იცის. თუმცა 2011 წლის მერე გრეი პორნოინდუსტრიიდან წამოვიდა, მხატვრულ კინოში გადავიდა და ქალთა უფლებების დამცველი გახდა. გრეიმ პორნოინდუსტრიაში 5 წელი დაჰყო და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პორნოვარსკვლავი იყო.

მომზაებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება