ივანა მელაიმ პარიზში ურთულესი ოპერაცია გაიკეთა: "არ მრცხვენია, რომ სახეზე "შრამი" მაქვს"

ივანა მელაიმ პარიზში ურთულესი ოპერაცია გაიკეთა: "არ მრცხვენია, რომ სახეზე "შრამი" მაქვს"

მომღერალმა ივანა მელაიმ რამდენიმე საათის წინ საფრანგეთში ოპერაცია გაიკეთა. ახლა უკვე თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე საათის წინ "ფეისბუქზე" შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

"ვზივარ პარიზში. გუშინ ოპერაცია გამიკეთეს. კეთილთვისებიანი სიმსივნე ამომკვეთეს. ცოცხალი და ჯანმრთელი ვარ.

ღმერთის წყალობით არ მრცხვენია, რომ სახეზე "შრამი" მაქვს. ყველა ნათესავს, ახლობელს, თაყვანისმცემლებს, მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებს, მტრებს და დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს ჯანმრთელობას ვუსურვებ. გიყვარდეთ ერთმანეთი "შრამებითაც" კი.

შეიყვარეთ სიცოცხლე!

მადლობა ძვირფას გუგუს (გურამ ლომიძეს), მშობლებს და ყველას ვინც ჩემთვის ლოცულობდა და ჩემს გამო ნერვიულობდა".

ივანას მელაის, "რეიტინგის" ერთ-ერთ საყვარელ რესპონდენტს, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და მისგან უახლოეს მომავალში საინტერესო ნამუშევრებს ველით.

სალომე დადიანი

ჟურნალი "რეიტინგი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება