ცნობილი ქართველი მოდელის რეაქცია, როცა მის თვალწინ მათხოვარს ძარცვავენ (+ვიდეო)

ცნობილი ქართველი მოდელის რეაქცია, როცა მის თვალწინ მათხოვარს ძარცვავენ (+ვიდეო)

ჩვენს გარშემო ყოველდღიურად უამრავი საინტერესო შემთხვევა ხდება, თუმცა საკუთარ პრობლემებსა და საქმეზე იმდენად ვართ კონცენტრირებულები, რომ ზოგჯერ მნიშვნელოვან ფაქტებსაც კი ვერ ვამჩნევთ.

ცოტა ხნის წინ "პალიტრა TV"-მ გადაცემაში "კაცია-ადამიანი" საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თვალწინ გამვლელი მათხოვარს ძარცვავს. როგორ მოიქცეოდით? ექსპერიმენტი პეკინის ქუჩაზე, ხალხმრავალ ადგილას ჩატარდა. საზოგადოების რეაქცია ახალგაზრდა მამაკაცის საქციელზე მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა ბოლოს გამოჩნდა მშვენიერი ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც მამაკაცი ამხილა და პატრულის გამოძახებით დაემუქრა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ეს გოგონა ცნობილი ქართველი მოდელი, სანდრა პაიჭაძეა.

ambebi.ge სანდრა პაიჭაძეს დაუკავშირდა და ამ შემთხვევის გახსენება სთხოვა, თუმცა მან კომენტარის საჯაროდ გაკეთება არ ისურვა:

"მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ჩვეულებრივი ადამიანი. ვფიქრობ, განსაკუთღებული არაფერი გამიკეთებია. ვიცი, რომ ამ ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი იმასაც კი წერს კომენტარის სახით, რომ ეს კადრი დადგმულია და წინასწარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ არ მსურს ამ თემაზე ბევრი საუბარი. იმედია, სწორად გამიგებთ", - განაცხადა სანდრა პაიჭაძემ.

გადაცემის პროდიუსერი, გიორგი კაკაბაძე იხსენებს, რომ გადაცემის ჩაწერა დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა. მინიმუმ ოცი ადამიანი შეესწრო ამ ფაქტს, თუმცა უმეტესობა უკმაყოფილებას ან აღშფოთებას მხოლოდ მეგობრის თანდასწრებით გამოხატავდა და უსამართლო საქციელის გამო მამაკაცს პასუხი არავინ მოსთხოვა:

"საკმაოდ დიდი ხანია, რაც მსგავს ექსპერიმენტებს ვატარებთ და ჩემი დაკვირვებით, მსგავსი შემთხვევების მიმართ მანდილოსნები უფრო ემოციურები და ჩართულები არიან ხოლმე, ვიდრე კაცები. როგორც წესი, მამრობითი სქესის წარმომადგენლები ჩარევისგან თავს იკავებენ. თუმცა არ მინდა ისე გაიგოს ხალხმა, რომ, ზოგადად, საზოგადოება გულგრილია. ნახეთ ჩვენი გადაცემები, იქ ხალხს სხვადასხვა ფაქტზე სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს", - განუცხადა გადაცემის პროდიუსერმა ambebi.ge-ს.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება