რამაზ ნოზაძემ მეუღლეს მესამე გოგონასთვის ბრილიანტის სამეული უსახსოვრა

რამაზ ნოზაძემ მეუღლეს მესამე გოგონასთვის ბრილიანტის სამეული უსახსოვრა

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მშობლები მესამედ გახდნენ, მესამეც გოგოა, ევანგელია. ხატიას ძალიან მოსწონს ეს სახელი, რომელიც მისმა დედამთილმა შესთავაზა. ხატიას სახლში ვესტუმრეთ, ევას, როგორც მას მშობლები ეძახიან, მთელი ჩვენი სტუმრობის განმავლობაში ტკბილად ეძინა, არც ფოტოების გადაღებამ შეაშფოთა და არც სხვა რამემ.

- გილოცავ მესამე ქალიშვილის შეძენას. მახსოვს, გეგონა, რომ ბიჭი გეყოლებოდა.

- მერე გავიგეთ, რომ გოგონა იყო. პირველად ბიჭი მითხრეს, მერე - გოგონა. დავიძაბე, როცა მითხრეს, გოგონააო. სახეზე რომ შემეტყო შეწუხება, ექიმმა მიზეზი მკითხა და ვუპასუხე, მესამე გოგონაა უკვე-მეთქი. მერე მითხრეს, რომ შესაძლოა, დაგეგმვის შედეგად ბიჭი შეგეძინოს. ახლა გადავწყვიტე, რომ მეოთხეს აუცილებლად დავგეგმავ. პირველი სამი დაუგეგმავი იყო. ჩემს მეუღლეს არა აქვს მაინცდამაინც ის მოთხოვნა, რომ ბიჭი გვყავდეს, გოგონებით ძალიან განებივრებულია, მე მაქვს სურვილი, რომ მას ბიჭი ვაჩუქო. დილა-საღამოს მაკოკოს გაიძახიან, ანუ მამიკოს, კოცნიან, ძალიან უყვართ. მითი იმის შესახებ, რომ გოგონები მამებზე გიჟდებიან, ჩემს ოჯახში გამოვცადე, მე ცოტა დავიჩაგრე, ბიჭს გავაჩენ და მერე ვნახავთ (იღიმის). სამი წელია უკვე, ორსულად ვარ. არანაირი გართულება არ მაქვს, უბრალოდ, მუცელი მებერება. ამას წინათ მეგობრებს ვეუბნებოდი, ნეტავ, ორსულობას სამი თვე სჭირდებოდეს-მეთქი, გამომხედეს და მიპასუხეს, აუ, შენ რამდენი შვილი გეყოლებოდაო (იცინის).

პირველი შვილი 30 წლისამ გავაჩინე, ასეთ დროს სრულიად მზად ხარ. ის მომენტი აღარ გაქვს, რომ გართობა გინდა და შვილი ხელს გიშლის. შვილის სიყვარულზე მაგარი ამქვეყნად არაფერია. ძალიან გაბრაზებული რომ იყო ან დიდი პრობლემა გქონდეს, როგორც კი გაიგებ სიტყვებს, დედიკო, მიყვარხარ, არანაირი ტკივილი აღარ გახსოვს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ოჯახის შექმნა 30 წლამდე არ ღირს. უნდა ნახო ცხოვრება, ისწავლო, გაერთო. არ ვიცი, სხვები როგორ აზროვნებენ, მაგრამ გათხოვების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი არაფერს მიკრძალავს, რაღაცებში თავად ვიზღუდავ თავს. მეგობრებთან ერთად ღამის ორ საათამდე ვიჯექი ხოლმე ბარში, ვსვამდი, ვცეკვავდი, ვერთობოდი. პირველი შვილის გაჩენის შემდეგ, მეო-თხე წელია, საერთოდ არ ვიცი, სასმელი რა არის. ჩემდა უნებურად კომპლექსი გამიჩნდა, რომ ალკოჰოლის სუნით ჩემს შვილებს შევაწუხებ. შესაძლოა, ჩემს დაქალებთან ჯდომაც მინდოდეს, მაგრამ 12 საათი არის მაქსიმუმი, კონკიასავით ვარ სწორედ ამ დროს სახლში. ისეთი აღარ ვარ, როგორიც გათხოვებამდე ვიყავი. ამით იმას არ ვამბობ, რომ ყველა ასე იქცევა. კარგი გავაკეთე, რომ 30 წლის გავთხოვდი და არა, ვთქვათ, 25-ის. ჩემს შვილებსაც ავუხსნი, რომ ადრე გათხოვება არ არის კარგი.

- რამაზიც, ალბათ, ამ აზრზე იქნება.

- (იცინის) რამაზს ვეუბნები, ცალი თვალით შემახედა, ჩვენი შვილი თავის შეყვარებულს რომ მოგიყვანს გასაცნობად-მეთქი.

- ხატია, ევას სახელი როგორ შეურჩიე?

- როცა გავიგე, რომ გოგონა მეყოლებოდა, დავურეკე ჩემს ქმარს, რომელიც ყაზახეთში იყო და ვუთხარი, ესეც გოგოა და გინდა ბიჭის სახელი დაარქვი, გინდა გოგონასი-მეთქი (იცინის). რომ ჩამოვიდა, ჩემს დედამთილს ვესტუმრეთ და დიდი ბებიის სახელი შემოგვთავაზა. ვიფიქრე, ნეტავ, რა ერქვა დიდ ბებიას-მეთქი, ფიქრებში წავედი. მაგრამ როცა თქვა, ევანგელიაო, ძალიან გამიხარდა. იშვიათი სახელია და ძალიან მომეწონა, ჩემს გოგონებს უცხო სახელები ჰქვიათ. ვიფიქრე, მესამე შვილი არ დამეჩაგროს-მეთქი.

ჩემი სამივე შვილი ერთმანეთისგან როგორც ხასიათით, ასევე ფიზიკურად, ძალიან განსხვავდება. მგონია, რომ ევა რამაზს დაემსგავსება, ფერებით, ყოველ შემთხვევაში, მამისკენ არის. პირველი არის თეთრი და მუქი თმა აქვს, მეორე შავგვრემანია. ძალიან მიხარია, რომ მშობლებსაც არ გვგვანან ერთი ერთში. მაინცდამაინც არ მხიბლავს, როცა ძალიან ჰგვანან მშობლებს, მე დედასაც ძალიან ვგავარ და დეიდასაც.

საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ევა ხასიათით მშვიდია, ჩემს პირველ-ორ შვილს არც დღე ეძინათ, არც ღამე. მეორეს დღემდე არ სძინავს ღამე. არ ვიცი, მგონია, ასაკია ასეთი, ოთხი წლიდან ეზარებათ დილას გაღვიძება და ამ დროს ველოდები. ევას შემთხვევაში ღმერთმა დამინდო (იღიმის).

- დამხმარეები გყავს?

- ორი ძიძა, ერთი პატარას უვლის, მეორე - ორ დიდს.

- რამაზი, როგორც მივხვდი, კარგი მამაა.

- საღამოს ბავშვებს აძინებს, ზღაპრებს უყვება, ეს მგონი, ის ფუნქციაა, რაც დედას უნდა დაეკისროს, მაგრამ ჩემმა შვილებმა გადაწყვიტეს, რომ მამის მოყოლილი ზღაპრები ურჩევნიათ (იცინის). დღის განმავლობაში აქეთ მიყვებიან მამის მოყოლილ ზღაპრებს. რამაზი ცდილობს, მისმა შვილებმა ბავშვურად იცხოვრონ. დღეს კომპიუტერული თაობა გვყავს, მცირე ასაკის ბავშვები უყურებენ სერიალებს, რაც არ მესმის. ჩემები მხოლოდ საბავშვო არხს უყურებენ, ძალიან უყვართ სიმღერა და ცეკვა. მხიარულად ვატარებთ დროს. არანაირი აგრესიული კომპიუტერული თამაშები, სადაც სისხლისმსმელი პერსონაჟები დადიან. ჩემი მეგობრის შვილები შედიან ინტერნეტში და უყურებენ ფილმებს ვამპირებსა და ზომბებზე, არა მგონია, რომ რეკომენ-დებული იყოს ბავშვების ასე დატვირთვა ფსიქოლოგიურად.

- შენ და რამაზი შვილების მომავალზე თუ ფიქრობთ, ანაბრები ხომ არ გაგიხსნიათ მათთვის?

- მახსოვს მწარე გამოცდილება, ბავშვობაში ჩემს სახელზე ანაბარი ბებიამ გახსნა და ფულის გაუფასურების შემდეგ მთელი თანხა დაიკარგა. ამიტომაც ვიფიქრე და მე და ჩემმა ქმარმა მოვილაპარაკეთ, რომ ოქრო შევუგროვოთ. არსებობს ოქროს ანაბარი, შეგიძლია სეიფის აღება და იქ დაგროვება, ოქრო არ ფუჭდება, არ იკარგება. ფულად ანაბარს ეს ვარჩიე. დოლარს ებრძვიან და ჩვენ საერთოდ სად ვართ. აქედანვე რომ დავიწყო, 18 წლამდე ალბათ რაღაც დაუგროვდებათ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება