რუსა ჩაჩუამ ჯვარი დიმა ნაფეტვარიძეზე დაიწერა

რუსა ჩაჩუამ ჯვარი დიმა ნაფეტვარიძეზე დაიწერა

რამდენიმე წლის წინ ულამაზეს რუსა ჩაჩუას ვანიკო თარხნიშვილთან ერთად პროექტი ''ბრავო'' მიჰყავდა. მას შემდეგ რუსა ეკრანზე აღარ გამოჩენილა და მხოლოდ რეკლამებში მონაწილეობდა, მაგრამ მის პირად ცხოვრებაზე ქართულ პრესაში ხშირად წერდნენ.

რუსა უკვე დიდი ხანია, რაც მეუღლეს, არჩილ სახვაძეს გაშორდა, რომელთანაც ორი შვილი – თაზი და ნასტია ჰყავს.

მოგვიანებით მისი რჩეული კომპანია "კაპიტალ ვოსტოკის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, დიმა ნაფეტვარიძე გახდა.

რუსა და დიმა დიდი ხანია, შეყვარებულები არიან. ერთი პერიოდი მათ ურთიერთობას ბზარიც კი გაუჩნდა და დაშორდნენ, მაგრამ, მალევე შერიგდნენ და ურთიერთობის ახალ, სერიოზულ ეტაპზე გადავიდნენ.

წყვილმა 21 სექტემბერს სამებაში ჯვარი დაიწერა. გთავაზობთ ქორწილის ამსახველ ფოტოებს.

სალომე დადიანი

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება