რისი თავიდან აცილება უნდოდა მაკა ძაგანიას ქორწინების გასაიდუმლოებით და როგორ დაარღვია მან "ცნობილების წესი"

რისი თავიდან აცილება უნდოდა მაკა ძაგანიას ქორწინების გასაიდუმლოებით და როგორ დაარღვია მან "ცნობილების წესი"

მსახიობი მაკა ძაგანია, რომელიც შვილს ელოდება, გასაგები მიზეზის გამო სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მიღმა აღმოჩნდა, თუმცა, როგორც ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, ის მშობიარობის შემდეგ მალევე აპირებს თეატრში დაბრუნებას.

ორსულობაზე, საყვარელ მამაკაცსა და მომავლის გეგმებზე მსახიობი ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა. იხილეთ ამონარიდი ჟურნალ "თბილისელებისთვის მიცემული ინტერვიუდან:

- მაკა, როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე?

- თეატრში ერთად ვართ და ერთმანეთი მრავალი წლის წინ გავიცანით. დიდი ხანია, რაც ურთიერთობა გვაქვს. აქამდე მეგობრობა გვაკავშირებდა.

- მეგობრობა სიყვარულში როდის გადაიზარდა?

- სიყვარულში როგორ გადაიზარდა, ვერ ვიტყვი, რადგან ეს სპონტანურად ხდება, როცა დიდი ხნის ურთიერთობაა, თან მეგობრული. მე და გიგას ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გქვქონდა, ოღონდ მეგობრობას ვგულისხმობ. მერე უცბად, რა მოხდა, რა შეიცვალა და როგორ, არ ვიცი. ეს თავისთავად მოხდა. ჩვენი ურთიერთობის შვიდი წლის შემდეგ, ერთი წლის წინ, უცებ რაღაც მოხდა, რაღაც გადატრიალდა და სხვა ურთიერთობაში გადაიზარდა.

- სიყვარული როგორ აგიხსნათ?

- სიყვარულის ახსნა როგორ იყო და (იცინის)... რა ვიცი, პირველი ეფექტი მოახდინა იმან, რომ გასტროლზე იყვნენ წასულები თეატრიდან "არიქა დო არიქათი"და სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს - "ისევ შენ და ისევ შენ", ხმებში აქვთ გაშლილი და ჩამიწერეს იქ. ძალიან ლამაზ ადგილას იყვნენ ის და მისი მეგობრები და ის ჩანაწერი გამომიგზავნა. პირველი, ძალიან დიდი ეფექტი ამან მოახდინა.

- გიგა, როგორი მეუღლეა? ტრადიციული ქართველი თუ?

- არა, ისეთი ტრადიციული ქართველი მეუღლე - "ქალი უნდა იყოს კუხნაში", არ არის (იცინის), რაღაც შეზღუდვები არ აქვს.

- ფეხმძიმე ქალბატონებს ხასიათი ურთულდებათ. თქვენც ხომ არ გაქვთ მსგავსი სიმპტომები?

- რაღაც მომენტში, ჩვენ ძალიან რთული ეტაპი გამოვიარეთ. მართლა მქონდა სტრესული მომენტები. არ ვიყავი კარგად, რადგან არ ვიცოდი, შემინარჩუნდებოდა თუ არა ეს ნაყოფი. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო და რაღაცნაირად გავიარეთ. იმ პერიოდში იმდენი ვიტირე, რომ ხანდახან ვამბობ, ალბათ, კარგა ხანს ტირილი აღარ მომიწევს-მეთქი. რაც ეს პრობლემები გადავაგორეთ და ყველაფერი სტაბილური გახდა, რომ გითხრა, რაღაც შემოტევები მაქვს-მექით - არა, ასე ნამდვილად არ არის, ეტყობა, იმ რამდენიმე თვეში ჩაეტია ყველაფერი.

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება