რატომ ნანობს ლევან ყენია თემურ ქეცბაიასთან დაპირისპირებას

რატომ ნანობს ლევან ყენია თემურ ქეცბაიასთან დაპირისპირებას

ლევან ყენია თამაშობდა ბუნდესლიგის კლუბ ''შალკე 04''- ში. იყო ლვოვის ''სპარტაკის'' შემადგენლობაში. 2013 წელს დიუსელდორფის ''ფორტუნას'' ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა უკვე რამდენიმე თვეა, კლუბის გარეშეა დარჩენილი. საქართველოს ნაკრებში კი ბოლოს 2013 წელს ითამაშა. საფრანგეთთან თამაშის შემდეგ თემურ ქეცბაიას ნაკრებში არ გამოუძახებია. ლევან ყენია მეუღლესთან, სერბ სლავკა ყენიასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. გავიგეთ, რომ ლევანი სხვადასხვა კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. სიახლეების გასაგებად ფეხბურთელს გერმანიაში დავუკავშირდით.

- ლევან, ახალ კლუბთან მოლაპარაკებები როგორ დამთავრდა?

- ჯერჯერობით არ დამთავრებულა. მოლაპარაკებები ცოტა გაჭიანურდა. ვნახოთ, რა იქნება.

- რომელ კლუბთან გაქვს მოლაპარაკებები?

- დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

- ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს გეძახდნენ. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე თვეა, კლუბის გარეშე ხარ დარჩენილი. ეს ყველაფერი განწყობაზე ხომ არ მოქმედებს? აგრძელებ ვარჯიშს?

- რა თქმა უნდა, სამწუხარო ამბავია, მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრება და ფეხბურთი ასეთია. რაღაც შეცდომები დავუშვი, ცოტა არ გამიმართლა და ასე აღმოვჩნდი კლუბის გარეშე. ვიმედოვნებ, რომ რთულ პერიოდს თავს დავაღწევ. რა თქმა უნდა, კლუბის გარეშე ყოფნა განწყობაზე მოქმედებს. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, მაგრამ ეს სრულფასოვან ვარჯიშს ვერ შეედრება.

- თქვი, შეცდომები დავუშვიო. რას გულისხმობდი?

- რამდენიმე გუნდში თამაშზე უარი ვთქვი.

- საქართველოს ნაკრებში თამაშზეც უარი განაცხადე. იმ ფეხბურთელებს შორის ხარ, რომლებიც თემურ ქეცბაიას დაუპირისპირდნენ. ახლა ხომ არ ნანობ?

- ვნანობ, იმიტომ რომ ამით ისევ ჩემს თავს და ჩემს ქვეყანას ვავნე. მაგრამ ვხვდებოდი, რომ მწვრთნელი ჩემთან ურთიერთობის დალაგებას არ ცდილობდა და ჩავთვალე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ერთად არ ვიმუშავებდით. არადა, როგორც ახლა ვხვდები, ჩემი ქვეყანა ძალიან მაკლია, მაგრამ ამ მომენტში ნაკრებში თამაშის პრეტენზია არც მაქვს, რადგან უგუნდოდ ვარ.

- როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რა არის?

- ასე პირდაპირ და გადაჭრით ვერავინ იტყვის, რა არის მიზეზი. მე ყოველთვის ვამბობდი, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, როცა ტრავმის შემდეგ თამაში დავიწყე, რომ ამ ნაკრებს შეტევაში მეტი პოტენციალი აქვს. ჩემი აზრით, უბრალოდ, ნაკრებს სჭირდება მეტი გამბედაობა, მეტი თავდაჯერება. თავდაჯერება კი ასეთი თამაშით არ მოვა. მეტი უნდა შევუტიოთ, შეტევაში მეტი აგრესია გვჭირდება, უფრო მაღლა უნდა ვითამაშოთ ჩვენი საჯარიმოდან. მე ასე მგონია. დარწმუნებული ვარ, ნაკრები დროთა განმავლობაში შედეგს აჩვენებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება