"ჩვენ შორის ინცესტი არ მოხდება" - ვის საგულშემატკივროდ წავიდნენ ნინა და მიშა პარიკმახერი ამსტერდამში

"ჩვენ შორის ინცესტი არ მოხდება" - ვის საგულშემატკივროდ წავიდნენ ნინა და მიშა პარიკმახერი ამსტერდამში

ბოლო რამდენიმე დღეა, "ფესბუქის" პირად გვერდებზე მომღერალი ნინა წკრიალაშვილი და მისი "პარიკმახერი" მიშა გასიტაშვილი უცხოეთში ერთად ყოფნის ამსახველ ფოტოებს ათავსებენ, რამაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. როგორც გაირკვა, ისინი ერთი კვირით ამტერდამში იმყოფებიან. თუ რატომ და რა მისიით არიან იქ, ამის შესახებ Ambebi.ge-ს თავად მიშა გასიტაშვილმა ესაუბრა:

- ამსტერდამში არ ვიყავი ნამყოფი და გადაწყვეტილი მქონდა აქაურობა მომენახულებინა. ვინაიდან მე და ნინა სამოგზაუროდ ერთად ხშირად დავდივართ, დაგეგმილი გვქონდა აქ გამომგზავრება. მერე ამას ისიც დაემთხვა, რომ მეგობარმა ოჯახმა დაგვპატიჟა ამსტერდამში.

- ვინ არის ეს ოჯახი?

- მოკლედ, მსოფლიო მრავალგზის ჩემპიონმა, კიკბოქსინგში გიგა ჭიკაძემ, რომელიც ამსტერდამში მაღალი რანგის სპორტსმენია, თავის შეჯიბრებაზე, 27 სექტემბერს მიგვიწვია. ვიცოდით რა, რომ 27-ში ჰქონდა მას ჩხუბი, ძალიან მოვინდომეთ, რომ ამ დროისთვის აქ ვყოფილიყავით, რათა კიკბოგსინგის მაღალ ლიგაში ეს ასპარეზობა გვენახა.

- დაესწარით?

- ისეთი რამ მოხდა, რომ გიგას მოწინააღმდეგემ, რომელიც რინგზე მის პირისპირ უნდა გამოსულიყო, რატომღაც უარი თქვა ასპარეზობაზე, მასთან ვერ იჩხუბა, რაც გიგას მოგებაში ჩაეთვალა...

მოკლედ, ამ დღეებში აქ ვართ და საშუალება გვაქვს, ამ ადამიანის ცხოვრების რეჟიმს თვალ-ყური ვადევნოთ. სულ ვარჯიშობს, სულ დარბაზშია. ახლა იმისთვის ემზადება, რომ რუს კიკბოქსინგელს შეხვდეს. ერთ კვირაში აქ სერიოზული ბრძოლა გაიმართება, რასაც ჩვენ ვერ დავესწრებით, რადგან ხვალ თბილისში ვბრუნდებით. ამსტერდამში კი ამ ბრძოლას ყველა ელოდება. გიგა ისეთი წარმატებული ადამიანია, რომ მაოცებს. მას თბილისში კი იცნობენ, მაგრამ ისე არა, როგორც აქ. გუშინ მოიცალა და კვირა დღე ჩვენ დაგვითმო. ერთად ვიყავით, ქალაქში გავისეირნეთ და რა ვნახეთ? ყველა მასთან მოდიოდა, სურათებს იღებდნენ, ეფერებოდნენ და ესიყვარულებოდნენ. ეს ისეთი ემოციური სანახავი იყო, რომ თვალზე ცრემლები მომადგა. მეგონა, გვერდით ტაისონი დამყვებოდა... გიგას მიწვევები აქვს ამერიკიდან. მიხარია, რომ აქ ასეთი წარმატებული კაცი გვყავს. არადა, სულ რაღაც 25 წლის არის და ამდენი რამ მოახერხა.

- შენ და ნინა მასთან ხართ სახლში?

- ის აქ ოჯახით ცხოვრობს, მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს და მართლა კარგი ოჯახი აქვთ. 4 დღეა, მათ ვაკვირდები და წყვილს საოცარი ურთიერთობა აქვს. მე და ნინა სასტუმროში ვართ. ხომ გითხარით, მასთან სახლში გუშინ ვიყავით... მოკლედ, ეს ბიჭი აქ ძალიან უყვართ და ეამაყებათ. ქვეყანაც ყველანაირად ხელს უწყობს...

- ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შენს და ნინას "ფეისბუქზე" ატვირთულმა ერთობლივმა ფოტოებმა ბევრი დააბნია და აალაპარაკა...

- კარგით, რა ამაზე ნეტავ ვინ ლაპარაკობს, მე და ნინა და-ძმასავით ვართ. ჩემზე მისი შვილიც არ ეჭვიანობს. ვისაც ამ ურთიერთობაში ეჭვი ეპარება, ვეტყვი, რომ ჩვენ შორის ინცესტი არ მოხდება (სიცილით ამბობს). საოცარი და-ძმა ვართ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება