მარია შარაპოვას ხუმრობა ინტერნეტ ჰიტად იქცა (+ ფოტო)

მარია შარაპოვას ხუმრობა ინტერნეტ ჰიტად იქცა (+ ფოტო)

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა თავის ჩინელ გულშემატკივარს გაეხუმრა, რომელმაც თვითმფრინავში მის გვერდით მჯდომი სპორტსმენი ვერ შეამჩნია.

თვითმფრინავი ჩინეთის ქალაქ უხანიდან მიფრინავდა, სადაც მარია შარაპოვა ტურნირზე იმყოფებოდა.

ბორტზე მყოფმა შარაპოვამ დაინახა, თუ როგორ კითხულობდა ერთ-ერთი ახალგაზრდა სტატიას მის შესახებ.

შარაპოვამ მას ფოტო გადაუღო და "ტვიტერის" საკუთარი გვერდზე გამოაქვეყნა.

"ეი, მეგობარო, ზუსტად შენს უკან ვარ", - ასეთი წარწერა გაუკეთა შარაპოვამ ფოტოს. ეს ფოტო მალევე ინტერნეტ ჰიტად იქცა.

მომზადებულია topnews.ru-ს  მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება