ონისე ონიანის ძაღლმა ცოლი მოიყვანა

ონისე ონიანის ძაღლმა ცოლი მოიყვანა

მსახიობი ონისე ონიანის ოჯახში შინაური ცხოველები და ფრინველები ხშირად იდებენ ბინას. ახლა 6 წლის ლაბრადორი ჰყავს, როკი. რატომ მოუხდა არჩევანის გაკეთება ორ ძაღლს შორის და როგორ იპოვა სამი დღით დაკარგული ძაღლი, ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

- არ მახსოვს პერიოდი, სახლში შინაური ცხოველი ან ფრინველი რომ არ გვყოლოდა. არც ის მახსოვს, როდიდან შემიყვარდა შინაური ცხოველები. მამაჩემს ჰყავდა მონადირე, წითელი სეტერი. ასევე გვყავდა თუთიყუშები, იადონი, მტრედებიც კი. მერე, როცა უკვე პატარები გაჩნდნენ, ოჯახში პაუზა გვქონდა ამ მხრივ. ბავშვები რომ წამოიზარდნენ, თვითონ მოინდომეს, ძაღლი გვყოლოდა. პატარა სახლი გვქონდა, ამიტომ ბავშვები თუთიყუშების ყიდვაზე დავიყოლიე. გოგო თუთიყუშს ჩემი მეუღლის სახელი თათია დავარქვით, ბიჭს - ონისე. ერთხელ, საახალწლოდ, ქუთაისში წასვლამ მოგვიწია. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობდნენ და ახალ წელს ერთად უნდა შევხვედროდით. უმანქანოდ ვიყავით და თუთიყუშები თან ვერ წავი-ყვანეთ. დავტოვეთ სახლში, ზამთარში გათბობის გარეშე. საკენკი დავუტოვეთ სამყოფი, გალიიდან გამოვუშვით და თავისუფლება მივეცით. 3-4 დღეში დავბრუნდით. ჩამოვედით და რას ვხედავთ, ონისე იატაკზე გაყინული გდია და სულს ღაფავს. ბოლო ამოსუნთქვაღა ჰქონდა საწყალს. ანდერძის დატოვებაც ვერ მოასწრო, ისე გადაიცვალა. ჩემი შვილი, ლილე, სადარბაზოში გავარდა და ყვირის, ონისე მოკვდა, ონისე მოკვდაო (იცინის). ძლივს გავაჩუმე, მეზობლები სამძიმარზე არ მოვიდნენ-მეთქი.

- სიცივისგან მოკვდა ონისე?

- სავარაუდოდ, როგორ ჩანს, თათიამ თბილ ადგილს მიაგნო და ამიტომ გადარჩა. რამდენიმე დღე იგლოვა დედალმა თუთიყუშმა და ბოლოს გაგვიფრინდა. შემდეგ სხვა სახლში გადავედით ქირით, რომელსაც ეზო ჰქონდა. მოვიყვანეთ თეთრი ლაბრადორი, დორიკო. როგორც ჩანს, დაუდევრად მოვიქეცით. ჯერ კიდევ არ ჰქონდა აცრები დამთავრებული, ორი თვის იყო, ეზოში რომ გავიყვანეთ, ჭირი შეეყარა და გარდაიცვალა. ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი. მეორე დღეს გადავახვიე ცელოფანში და წავიყვანე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვიდექი და ვუთხრიდი საფლავს. ამ დროს პატრული შლეგიანივით დაქროდა ახლო-მახლო. მეშინოდა, რომ მოვიდეს და მკითხოს, რას მარხავო, რა ვუპასუხო-მეთქი (იცინის). გადავრჩი, არ დაინტერესდა პატრული ჩემი არქეოლოგიით. შემდეგ მოვიყვანეთ პეგი, შავი კოკერსპანიელი. პეგიც გოგო იყო. პეგის მო-ყვანიდან შვიდ თვეში მეგობარმა ლაბრადორის ლეკვი გვაჩუქა, ბიჭი, როკი დავარქვით.

- ორი ძაღლი გყავდათ ერთდროულად?

- ეზო გვქონდა და დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. თან მშვენივრად ერთობოდნენ ერთად. მალე დადგა დრო, რომ ამ ბინიდან უნდა გადავსულიყავით. ეზო აღარ გვექნებოდა და ორ ძაღლს შორის არჩევანი უნდა გაგვეკეთებინა. არჩევანი როკის სასარგებლოდ გავაკეთეთ. პეგი ჩვენს ძიძას ვაჩუქეთ. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, ლამის ლოგინში იწვენდა ჩვენი ძიძა ამ ძაღლს. მანაც პატრონად ძიძა აირჩია. ამდენად, ისეთი რთული არ ყოფილა ძაღლის გაჩუქება. ზუსტად ვიცოდი, არაფერს გაუჭირვებდა ლენა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება