ალა პუგაჩოვამ მაქსიმ გალკინი ღალატში გამოიჭირა - სკანდალის დეტალები

ალა პუგაჩოვამ მაქსიმ გალკინი ღალატში გამოიჭირა - სკანდალის დეტალები

რამოდენიმე დღის წინ 64 წლის ალა პუგაჩოვასა და მის 37 წლის მეუღლეს, მაქსიმ გალკინს შორის დიდი სკანდალი მოხდა. პრიმადონა გამოტყდა, რომ ეს მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტრაგედიაა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალა პუგაჩოვამ გალკინი ღალატში გამოიჭირა.

წყაროს თქმით, რომელიც ვარსკვლავის ახლო წრეში ტრიალებს, გალკინი საკმაოდ დიდი ხანია, რაც რუსული ესტრადის დედოფალს ღალატობს. მომხდართან დაკავშირებით პრიმადონამ მხოლოდ ერთი კომენტარი გააკეთა: " ასე ძალიან ჯერ არავის უწყენინებია ჩემთვის, ძალიან დამწუხრებული ვარ, დასვენება მჭირდება. თავი დამანებეთ, თუ შეიძლება".

სკანდალის შემდეგ ალა ბორისოვნა და მისი ახალგაზრდა მეუღლე საკუთარი მანქანებით სხვადასხვა მიმართულებით გაემართნენ. ამის მიუხედავად, ვარსკვლავის მეგობრები ირწმუნებიან, რომ პუგაჩოვას და გალკინს ყველაფერი კარგად აქვთ, ხმები ღალატის შესახებ ჟურნალისტების გამოგონილია და არ შესაბამება სინამდვილეს.

მომზადებულია www.rbc.ua-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება