"თამარ გვერდწითელმა ცოლ-შვილიან კაცს ოჯახი მიატოვებინა" - რეალობა თუ რუსული მედიის ცილისწამება

"თამარ გვერდწითელმა ცოლ-შვილიან კაცს ოჯახი მიატოვებინა" - რეალობა თუ რუსული მედიის ცილისწამება

55 წლის ნოვრუზ მამედოვის მეუღლემ ქმრის ღალატის შესახებ მედიისგან გაიგო. მას მეუღლე თამარ გვერდწითელთან ღალატობდა. მომღერალი, რომელსაც მრავალი წლებია მარტო ხედავენ, კამერის ობიექტივებში კავკასიური გარეგნობის მამაკაცთან ერთად გამოჩნდა, - იუწყება რუსული მედია.

გვერდწითელმა განაცხადა, რომ მისი თანმხლები პირი მშენებლობის ზედამხედველი იყო, რომელიც მის სახლში რემონტს აკეთებდა. თამარ გვერდწითელის მეზობლებმა ჟურნალისტებს შეატყობინეს, რომ მამაკაცი, რომელიც ფოტოზე იყო ასახული, რეგულარულად გამოდის თამარის სახლიდან. სახლის დაცვამ განაცხადა, რომ წყვილი ხშირად სეირნობს ერთად საღამოობით.

მომღერალთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ნოვრუზ მამედოვი მსხვილი ბიზნესმენია ხაბაროვსკიდან. ხაბაროვსკში მას ორი სასტუმრო, გაზეთი, სამკერვალო ქარხანა და 13-დან 12 ბაზარი ეკუთვნის. 1995 წელს მამედოვი სახელმწიფო დუმაში იყრიდა კენჭს, მაგრამ მხოლოდ ხმების ოთხი პროცენტი მოაგროვა.

ნოვრუზის მეუღლე სვეტლანა მამედოვა აქტიურად ეხმარება მას ბიზნესის მართვაში. ცოლ-ქმარს სამი შვილი ყავს. ”რას ამბობთ, შეუძლებელია ასე იყოს”, - უპასუხა სვეტლანამ ჟურნალისტის ზარს, რომელმაც ქმრის სავარაუდო ღალატის შესახებ კომენტარისთვის დაურეკა. ”რა უნდა ნოვრუზს მის სახლში, ჩვენ მოსკოვში მშვენიერი სახლი გვაქვს. ჩვენი ოჯახი იცნობს თამარ გვერდწითელს. შეიძლება ითქვას, ოჯახებით ვმეგობრობთ. ჩემი შვილი, მაგალითად, მის შვილთან მეგობრობს. მე და თამარიც ვიცნობთ ერთმანეთს”.

კითხვაზე, თუ რას აკეთებს თამარის სახლში ყოველდღე მისი მეუღლე, სვეტლანა პასუხობს: ”მე მარტო ის ვიცი, რომ თამარს არავინ არ ჰყავს. დედასთან ერთად ცხოვრობს. შვილი ამჟამად ლონდონში ჰყავს სასწავლებლად გაშვებული. ჩემი ქმარი მათი ოჯახის მეგობარია. თავის ბიზნესი აქვს. ჩემი ქმარი თამარს ეხმარება - როდესაც ჩვენს მხარეში ხვდება მანქანას, დაცვას და რაც საჭიროა ყველაფრის ორგანიზებას უკეთებს. რამდენჯერაც ბაქოში იყო ჩემი ქმარი, ხვდებოდა და ეხმარებოდა”.

კითხვაზე ცალ-ცალკე ხომ არ ცხოვრობდნენ ის და მისი მეუღლე, მამედოვამ აღელვებული ხმით განაცხადა: ”საიდან მოიტანეთ? უბრალოდ ჩემი ქმარი ახლა მოსკოვშია საქმეებზე. ჩვენ დიდი ხანია დაქორწინებულები ვართ, მალე 30 წელი შესრულდება. გარწმუნებთ, გვერდწითელთან ჩემს ქმარს არაფერი ისეთი არ აქვს... უბრალოდ მეგობრები არიან. რასაც წერენ სისულელეა. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ სისულელეა”.

მომზადებულია eg.ru-ს მიხედვით