ნუკიმ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო - ''ამისთვის რაღაც მიზეზები მაქვს...''

ნუკიმ პირად ცხოვრებას ტაბუ დაადო - ''ამისთვის რაღაც მიზეზები მაქვს...''

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სულ მალე ტელეკომპანია ''მარაო რუსთავი 2''-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს. ნერვიულობს, რომ ზაფხულში ფეხი მოიტეხა და ახლა მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვეღარ იცვამს. არადა, გადაცემა თიკა ფაცაციასთან ერთად მიჰყავს. ფეხის მოტეხვამ ნუკი ჩვენს ქვეყანაში არსებულ ურთულეს პრობლემაზე დააფიქრა. ეტლით გადაადგილებას მეგობრებისა და დედის დახმარების გარეშე ვერ ახერხებდა...

- ''კომედი არხზე'' გადაცემა ''ფეისნუკი'' გრძელდება. თუმცა, როგორც იცით, კეთდება ძალიან მაგარი არხი ''მარაო რუსთავი 2'', რომელიც განკუთვნილია ქალბატონებისთვის და სწორედ ამ არხზე მექნება გადაცემა თიკა ფაცაციასთან ერთად. ისეთი მაგარი იქნება, ქალბატონი დილას რომ ჩართავს, გადართვა აღარ მოუნდება. ყველა გადაცემა საინტერესო და დამაინტრიგებელი იქნება, თუმცა ''მარაოსკენ'' კაცებსაც აუცილებლად გაეპარებათ თვალი.

- ბოლო დროს ფილმებშიც აქტიურად ხარ დაკავებული.

- ''კომედი არხზე'' მალე დაიწყება სერიალი, სადაც ეპიზოდური როლი მექნება. ახალ სერიალში უცნაური როლი მაქვს. ვფიქრობ, მაყურებლისთვის ძალიან სასაცილო იქნება და მოეწონება.

- სერიალი როგორც ვიცი, დეტექტიური იქნება.

- კი, ნამდვილად ასეა.

- შენ კრიმინალი ხარ თუ გამომძიებელი?

- არც ერთი ვარ და არც მეორე, სადღაც შუაში ვარ, მაგრამ უფრო კრიმინალისკენ ვიხრები. კრიმინალური სამყაროს მეთაურის, დრუპის საყვარელი ვარ.

- საინტერესო როლი გქონია.

- არ ვიცი, ვნახოთ, რამდენად საინტერესო პერსონაჟი გამოგვივა. მაგრამ ის, რომ ''კომედი შოუს'' ბიჭებთან მიწევს მუშაობა, ძალიან მომწონს. ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან.

- რასაკვირველია, გვაინტერესებს შენი პირადი ამბები... ამერიკელი შეყვარებული გყავდა, რომლის შესახებაც ბევრს საუბრობდი. ამბობენ, რომ ერთმანეთს დაშორდით...

- ახალი სატელევიზიო სეზონიდან გადავწყვიტე, პირად ამბებზე აღარ ვილაპარაკო. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიახლეა.

- სიყვარულზე საჯაროდ ლაპარაკი ცუდად გაქვს დაცდილი?

- ცუდად არ მაქვს დაცდილი. უბრალოდ, აღარ ვლაპარაკობ. ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, ასე მოვქცეულიყავი. არ მიყვარს, დაუსრულებლად პირად ემოციებზე რომ ლაპარაკობენ. ერთხელ ხომ ვთქვი, ახლა უკვე საინტერესო აღარაა და ჩემი გაუთავებელი საუბარი გამაღიზიანებელ სტადიაში გადადის, ამიტომ ჩემი პირადი ცხოვრება ჯერჯერობით ტაბუდადებული თემა იქნება. შეიძლება, ერთ დღეს ტვინში რაღაც გადამიტრიალდეს და ისევ ტაბუ მოვხსნა. მაგრამ ამ ეტაპზე არაფერს ვიტყვი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება