რატომ დატოვა ნინი ბადურაშვილმა საქართველო ლელა წურწუმიასა და ნინო ჩხეიძესთან ერთად

რატომ დატოვა ნინი ბადურაშვილმა საქართველო ლელა წურწუმიასა და ნინო ჩხეიძესთან ერთად

სატელევიზიო შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ნინი ბადურაშვილის საქართველოდან წასვლას სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა, და გაჩნდა ვარაუდი, რომ შოუ მომღერლის გარეშე გავიდოდა ეთერში.

უკვე ცნობილია, რომ ნინი ბადურაშვილი მოსკოვში იმყოფება.

ნინი ბადურაშვილი არ არის ერთადერთი ქართველი მომღერალი, რომელიც მომდევნო დღეებს რუსეთის დედაქალაქში გაატარებს. ინტერნეტში ვრცელდება საინფორმაციო პოსტერი, რომლის მიხედვით ცნობილი ხდება, რომ მოსკოვში 4 ოქტომბერს თბილისობა 2014 აღინიშნება, რომელზეც ქართველი მომღერლები იქნებიან მიწვეულნი.

კონცერტი ქალაქ მოსკოვის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიება "თბილისობა მოსკოვში - ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული" ერმიტაჟში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

რაც შეეხება მიწვეულ ქართველ მომღერლებს, მელომანები მოუსმენენ თამარ გვერდწითელს, სოსო პავლიაშვილს, ირაკლი ფირცხალავას, ლელა წურწუმიას, ნინო ჩხეიძეს, ანსამბლებს "მეტეხი" და ფრანი. გარდა ამისა მონაწილეობას მიიღებენ პროექტ "ახალი ხმის" მონაწილეები.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება