"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

"მტრობა სვეცკურად" - ქართველი ცნობილები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

ვარსკვლავები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს. უცხოელებისგან განსხვავებთ, ქართველი ცნობილები არ ცდილობენ ერთმანეთს საქმით აჯობონ. ისინი ძირითადად პირადი ცხოვრების დეტალების გამომზეურებით, პოლიტიკური ნიშნით უპირისპირდებიან ერთმანეთს და ამაზე საჯარო სივრცეში წერენ. "ამბები.გე" იმ ცნობილი ქართველების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ.

ყოფილი ტელეწამყვანი და ოლიმპიური ჩემპიონის, რამაზ ნოზაძის მეუღლე ხატია სიჭინავა ხშირად აკეთებს სკანდალურ განცხადებებს. ის არაერთ ცნობილ ადამიანს დაუპირისპირდა. მათ შორის ნინა წკრიალაშვილს, ლელა წურწუმიას, ლუკა კურტანიძის ოჯახს. თუმცა ყველაზე გახმაურებული დაპირისპირება, რომელიც სიჭინავას სახელს უკავშირდება, მერიაში დასაქმებულ მომღერლებს ეხება. რამდენიმე თვის წინ ხატია სიჭინავამ "ფეისბუქზე" შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: "მერიაში იყო ოცკაციანი სია, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ 5 000 ლარს. ესენი არიან, სტეფანე, კახუჩელა, ლელა წურწუმია, ნიაზ დიასამიძე, ზუმბა და მაია დარსმელიძე. ასევე კილაძის მარჯვენა ხელი ნეკა სებისკვერაძე. აი, ნახავთ, რა ადვილად მოერგებიან ახალ სიტუაციას. ეგეთი ხალხი ყველა "პრობკას" ერგება. ნინო ჩხეიძეს რომ შეეტენები, თუნდაც იმიტომ, რომ ფული აქვს. გული მერევა, რაა. მადლობა ღმერთს, რომ არსად არ ვართ გარეულები ჩვენ", - წერდა სიჭინავა.

მოგვიანებით სიჭინავას მაია დარსმელიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მისი სიზმრების შედეგი იყო. "ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია + ცილისწამება... რა ნამუსით წერ, რომ ყველა პრობკას ვერგები ან მოვერგები, თუ ჩემდამი ზიზღის მთავარი თემა და არგუმენტი ჩემი ნაციონალების გვერდში დარჩენაა??...და ხელფასის თემა უფრო ვრცლად, თუ შეიძლება, ძალიან საინტერესოა რომელ სიზმარში მნახე და სიზმრების ცნობარმა რაო?? :დ", - უპასუხა დარსმელიძემ ხატია სიჭინავას.

პირდაპირობით და სკანდალურობით გამოირჩევა მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, მართალია თავად არავის ერჩის, მაგრამ უპასუხოდაც არავის ტოვებს. ბოლოს ნინა ყოფილ ტელეწამყვანს, სალომე გოგიაშვილს დაუპირისპირდა. ყველაფრის მიზეზი კი "ფეისბუქზე" სალომეს მიერ გამოქვეყნებული ფოტო გახდა. რუსი მომღერლისა და პლასტიკური ოპერაციების სიმრავლით ცნობილ სერგეი ზვერევის სურათზე ნინა წკრიალაშვილის ფოტო იყო მიმონტაჟებული. სალომეს დასათაურებულ ფოტოს, სადაც ის სოციალურის ქსელის მომხმარებლებს სამი განსხვავების პოვნას სთხოვდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ თემაზე დაწერილი სტატია ნინამ "ფეისბუქზე" გააზიარა და სალომეს ისეთივე ბედნიერი ცხოვრება უსურვა, როგორსაც საკუთარ თავს უსურვებდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მათი დაპირისპირება წლების წინ დაიწყო. "ძალიან ემოციური სათაურია, ნინა ბრავო! ისე რამე ხომ არ დაგავიწყდა? გინდა კარგად შეგახსენო შენი იტალიის "პაეზდკა"? და ერთს დავამატებდი, სანამ ამდენ სითბოს გადმოაფრქვევ ჩემი მისამართით, მანამდე გეფიქრა, სანამ დაუწვებოდი, რომ ერთ დროს ეს ჩემი ძალიან კარგი ნაცნობის ქმარი იყო. იმედია მომავალში კიდევ ვინმე ძალიან კარგი ახლობელი, მსგავს ისტორიას არ წააწყდება შენი მონაწილეობით", - უპასუხა სალომემ. შერიგდნენ თუ არა ნინა და სალომე სკანდალური დაპირისპირების შემდეგ, უცნობია.

"ბევრი წყვილი ვიცი, ერთად ცხოვრობენ და იტანჯებიან, ჩვენ ცალ-ცალკე ვცხოვრობთ და ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს" - ეკა ჩხეიძე ოჯახზე

"დიდი სცენა" როკ-ტურისთვის ემზადება - რაზე საუბრობენ აუტსაიდერები გადამწყვეტ ტურამდე

გამოიმუშავე თანხა მარტივად - განახლებული MOVIE.GE ახალ პროექტს იწყებს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს