მსოფლიოში ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა მხატვარმა საქართველოს დროშა შექმნა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ძვირადღირებულმა მხატვარმა საქართველოს დროშა შექმნა

ცნობილი მხატვარი დევიდ დათუნა საქართველოს უნიკალური საავტორო სტილით შექმნილ ეროვნულ დროშას ჩუქნის. ნამუშევარი შესრულებულია სხვადასხვა ოპტიკური ლინზებით. მისი სახელწოდებაა „საქართველო - მილიონთა იმედი“, ხოლო ღირებულება 1 000 000 ამერიკულ დოლარს აღემატება.

„ყოველთვის მზად ვარ, მხარი დავუჭირო კეთილგონიერ, ჭკვიანურ წამოწყებას ნებისმიერ ქვეყანაში, მით უმეტეს, საქართველოში - ქვეყანაში, სადაც დავიბადე, რომელიც მიყვარს და რომელზეც ვწუხვარ, - ამბობს მხატვარი, - საქართველოში მრავლადაა პრობლემები და პასუხგაუცემელი კითხვები როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში, მაგრამ აშკარად იკვეთება ჯანსაღი, სწორი ტენდენციები. ჩემი დროშა - ეს არის ჩემი ხარკი ქართველი ერისათვის.“

დევიდ დათუნა (David Datuna) - ამერიკელი მხატვარი, ხელოვნების ნაწარმოებების კოლექციონერი, შთამბეჭდავი ინსტალაციების ოსტატია. თავის შემოქმედებაში იგი კონცეპტუალური ხელოვნების სტილზეა ორიენტირებული. დევიდ დათუნა წარმოშობით საქართველოდანაა, დაიბადა 1974 წელს თბილისში. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ-ში. დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება.

დათუნა პირველი და დღესდღეობით ერთადერთი მხატვარია, რომელმაც ხელოვნებაში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. თავის ნამუშევარზე „ამერიკის პორტრეტი“ მუშაობისას იგი აქტიურად თანამშრომლობდა Google-თან. „ამერიკის პორტრეტი“ - ეს არის ლინზებით შესრულებული აშშ-ის დიდი ზომის დროშა, რომელიც ფარავს გამოსახულებას და მას მრავალგანზომილებიანად აქცევს. Google Glass-თან ერთად ადამიანი, რომელიც ნამუშევარს უყურებს, ახალ განზომილებაში ხვდება. დროშა თავის აუდიტორიას ეკონტაქტება, იძლევა შეკითხვებს Glass-ის ეკრანზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაყურებელს ხელოვნების ნაწარმოებთან საუბარი შეუძლია. დროშის დასათვალიერებლად ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მხატვარმა ერთგვარი ენა შექმნა ახალი თაობისთვის.

მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ოსტატის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი მან მშობლიურ საქართველოს მიუძღვნა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება