შორენა ბეგაშვილი VS გიორგი გაბუნია - ცეცხლოვანი ცეკვა და ექსტრემალური ეთერი მეგაშოუ "ბრავოში"

შორენა ბეგაშვილი VS გიორგი გაბუნია - ცეცხლოვანი ცეკვა და ექსტრემალური ეთერი მეგაშოუ "ბრავოში"

მეგა-შოუ "ბრავო" "რუსთავი 2"-ზე დაიწყო. პირველ საკონკურსო შოუში ერთმანეთს საბა ჩაჩუა და ჯგუფი "sparkle" შეეჯიბრა, საბას ლობისტი მსახიობი შორენა ბეგაშვილი, ხოლო "sparkle"-ს - ჟურნალისტი გიორგი გაბუნია გახლდათ. ლობისტები სცენაზე მაყურებლის წინაშე განსხვავებულ ამპლუაში წარსდგნენ. საბოლოოდ გამარჯვება კი შორენა ბეგაშვილის გუნდის წევრმა, საბა ჩაჩუამ მოიპოვა.

შორენა ბეგაშვილი (ლობისტი):

- წინა "ბრავოშიც" ვმონაწილეობდი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. გაიმარჯვებ თუ არა, მაინც აკეთებ საკუთარ საქმეს. იმდენად ნიჭიერია ჩემი გუნდის წევრი, როცა რეპეტიციაზე მღეროდა, ვიკითხე ფონოგრამაზე მღერის-თქო? აღფრთოვანებული ვარ. გიყვარს, აკეთებ და გაიმარჯვებ თუ არა, აღარ აქცევ ყურადღებას. სანახაობა ვაჩვენეთ მაყურებელს, შოუ დავდგით, თან გავიმარჯვე და ეს უკვე კარგია.

გიორგი გაბუნია (ლობისტი):

- ყველანაირ ვარიანტს ველოდი, თუმცა არ გამკვირვებია. რადგან საბა თვითონ ძალიან ნიჭიერი ბავშვია, მიუხედავად იმისა, რომ იქს-ფაქტორში ერთად ვიყავით და ფინალამდე ვერ მივიდა, ოთხი სკამის ეტაპიდან გავუშვი. საბა ნიჭიერია და მიხარია, რომ ამ კონკურსში მაინც მიეცა გამარჯვების შანსი. რაც შეეხება შორენას, ძლიერი კონკურენტი იყო და არ მიკვირს, რომ გაიმარჯვა.

- საკუთარი ჯგუფის წევრების გამოსვლით კმაყოფილი ხარ?

- არ მომისმენია მათი გამოსვლა, რადგან სცენაზე გადაცმა-გადმოცმის ეტაპზე ვიყავი. ახლა მოვუსმენ. სამი დღის განმავლობაში ძალიან მოკლე დროში შევისწავლე ცეკვაც.

წლევანდელ "ბრავოს" ახალი წამყვანები ჰყავს. ვანიკო და რუსა ჩაჩუა სტეფანემ და თინა მახარაძემ შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ვანიკო თარხნიშვილი შოუს მსვლელობას კულისებიდან ადევნებდა თვალს.

თინა მახარაძე ("ბრავოს" წამყვანი):

- სანამ საკუთარ თავს არ ვნახავ ეკრანზე, ვერ შევაფასებ თავს. იქნებოდა შეცდომები, მაგრამ შოუ არის იმისთვის, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ. შოუ არის იმისთვის, რომ ჩვენც კი გვიხაროდეს სცენაზე დგომა, შესაბამისად გაუხარდება ჩვენს მაყურებელს. მე და სტეფანემ ძალიან ვიხალისეთ. იდეალური პარტნიორია სტეფანე. ბევრი სხვადასხვანაირი როლის მორგება მიწევს ამ პროექტში, მე კარგად ვგრძნობ თავს, მთავარია შედეგი ვნახო ეკრანზე.

სტეფანე ("ბრავოს" წამყვანი):

- ერთადერთი მეწყინა ის, რომ ვირუსი შემეყარა და ხმა დავკარგე, იმედია შემდეგ ლაივზე მექნება. დიდი პასუხისმგებლობაცაა და პასუხისმგებლობა ნერვიულობას აბათილებს. რამდენადაც კარგია ჩემთვის ეს საქმე, ისე სანერვულოა. მე რასაც ვკიდებ ხელს, მინდა კარგად გამომივიდეს. ჯერჯერობით, მაყურებლისგან ისეთი კრიტიკა არ მიმიღია, ვეცდებით უკეთესები ვიყოთ.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება