გააგრძელებს თუ არა მომღერალი კარიერას მოსკოვში - ივანას მელაის პირველი ინტერვიუ რთული ოპერაციის შემდეგ

გააგრძელებს თუ არა მომღერალი კარიერას მოსკოვში - ივანას მელაის პირველი ინტერვიუ რთული ოპერაციის შემდეგ

მომღერალმა ივანა მელაიმ ცოტა ხნის წინ პარიზში რთული ოპერაცია გაიკეთა. როდესაც მისმა ახლობლებმა ამის შესახებ თბილისში შეიტყვეს, ყველა ურეკავდა და დახმარებას სთავაზობდა. ამჟამად თბილისშია, შეყვარებული გურამიკო ლომიძე კი - ჩიკაგოში. თუმცა ასეთი განშორებები, როგორც თავად ივანა ამბობს, მათ ურთიერთობას მხოლოდ ამყარებს.

ოპერაციის შემდეგ ივანას სახეზე პატარა ნაიარევი დარჩა. პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას არაფრის დიდებით არ ვაპირებ, მინდა, ყველა ქალისთვის, ვისაც ნაიარევი აქვს, მაგალითი გავხდე, რომ არ რცხვენოდეთ თავიანთი გარეგნობისო, - გვითხრა შეხვედრისას ივანამ.

- ივანა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ პლასტიკური ოპერაცია არ გაიკეთოთ?

- ნაიარევი შესაძლოა, საერთოდაც არ დამრჩეს, თუ დარჩება, ძალიან პატარა იქნება, მაგრამ მე არ მაქვს კომპლექსები. ვფიქრობ, რადგან ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ე.ი. ასე უნდოდა ღმერთს. ეს განსაცდელი უნდა გადამეტანა. მქონდა კეთილთვისებიანი სიმსივნე, რამდენიმე წლის განმავლობაში, რომელიც იზრდებოდა. პარიზში ყოფნისას საუკეთესო ექიმებს მივაკითხე. ძალიან გამიმართლა, რომ პროფესიონალების ხელში აღმოვჩნდი. ვფიქრობ, რომ ადამიანს ნაიარევების არ უნდა რცხვენოდეს. ძალიან ბევრ მსახიობს, მაგალითად, ლიზა ბოიარსკაიას აქვს ნაიარევი, რის გამოც მას არასდროს არ რცხვენოდა. მთავარია, ნაიარევი გულზე არ გქონდეს, სახეზე ნაიარევით კი ჩვეულებრივ ცხოვრება შესაძლებელია.

ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პლასტიკური ოპერაციის გაკეთების, ყველანაირი სილიკონების და არასდროს მსგავსი რამ არ გამიკეთებია. ჩემი აზრით, ეს ძალიან საშიშია. ნატურალური არაა, რაც ჩვენს სხეულში არ ცხოვრობს. თუ არსებობენ ქალები, რომლებსაც ძალიან უნდათ, გაიკეთონ პლასტიკური ოპერაცია, უნდა მონახონ პროფესიონალი პლასტიკური ქირურგები. მე მინახავს ასეთი ოპერაციის ბევრი ცუდი შედეგი. თითქმის ყველა ერთმანეთს ემსგავსება.

- ვინ იყო თქვენ გვერდით ოპერაციის დროს?

- პატარა ბავშვივით ვიყავი. ვტიროდი. ნერვული აშლილობა მქონდა, მაგრამ ეს ალბათ ბუნებრივი ამბავია. ჩემთან ერთად იყო გურამი. სულ მამხნევებდა. საოპერაციო კარის უკან იდგა და ოპერაციის შემდეგ პალატაში მასთან ერთად ვიყავი. ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყო, მარტო ვერ გავბედავდი ოპერაციის სხვა ქვეყანაში გაკეთებას. შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი მისი ორგანიზებით მოხდა. ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ საფრანგეთში ვნახავდით საუკეთესო ექიმს, გავიკეთებდი ოპერაციას ყველაზე კარგი მეთოდით და ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა.

- მახსოვს, ''ფეისბუქის'' საშუალებით აწყნარებდით მშობლებს, რომლებიც თქვენ გამო ძალიან ნერვიულობდნენ.

- ოპერაციას რომ ვიკეთებდი, მშობლები თბილისში იყვნენ და ვიცი, რომ ჩემთვის ბევრს ლოცულობდნენ. ჩემთვის ლოცულობდა ბევრი მამაო თბილისში, რისთვისაც მადლობელი ვარ. მათი ლოცვა ძალიან დამეხმარა. ყველაფერი სწრაფად დამთავრდა. ოპერაცია გრძელდებოდა მხოლოდ ორმოცდახუთი წუთი. ექიმს, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, იუმორის გრძნობა ჰქონდა და ჩემს გამხნევებას კარგად ახერხებდა. ოპერაციის დაწყებამდე ჩართო მუსიკა.

არ მახსოვს, რა მელოდია იყო. მერე ექიმიც მეკითხებოდა, მაგრამ მხოლოდ ის მახსოვს, რომ მელოდია ძალიან მომეწონა. გამეღვიძა მაშინ, როდესაც ექიმმა თქვა, ''ფინიშ''.

- მოსკოვში აპირებდით კარიერის გაგრძელებას...

- ვერ შევიგრძენი მოსკოვი ისე, როგორც თბილისი. მოსკოვში თავი ისე კარგად ვერ ვიგრძენი, რომ იქ ვიცხოვრო.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება