ვინ არის და რომელ პოლიტიკურ პარტიას ემსახურება მარგო ლუჩკოს მეუღლე

ვინ არის და რომელ პოლიტიკურ პარტიას ემსახურება მარგო ლუჩკოს მეუღლე

ბოლო პერიოდში მარგო ლუჩკოს მიმართ ინტერესი ისევე გაიზარდა, როგორც წლების წინ, ეკრანზე მისი პირველი გამოჩენისას იყო. უკრაინული წარმოშობის ლუჩკო წლების წინ "სტერეოს" მეშვეობით გაიცნო მაყურებელმა, მერე იყო "რუსთავი 2"-ის წამყვანი, რამდენიმე თვის წინ კი "შალვა რამიშვილის შოუში" გამოჩნდა, სადაც სახალისო სიუჟეტებს აკეთებს.

ბუნებრივია, ყველაზე მეტად მისი პირადი ცხოვრება აინტერესებთ. არის თუ არა დაოჯახებული, ვინ არის მისი ქმარი და ა.შ.

მარგო ლუჩკო დაახლოებით 7 წლის წინ დაოჯახდა და მისი მეუღლე ირაკლი ჭყოიძე გახლავთ. ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა მარგო "სტერეოზე" რუსული ჩარტის წამყვანი იყო. მათ შვილიც ჰყავთ.

ირაკლი ჭყოიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარი ძალები პოლიტიკაში მოსინჯა, ის ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრია. ის საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა და პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

ირაკლი ჭყოიძე და მარგო ლუჩკო ყოველთვის ერთად ჩნდებოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ბოლო დროს გავრცელდა ჭორი, თითქოს ისინი დაშორდნენ ერთმანეთს, მაგრამ ამას მისი მეუღლე ირაკლი ჭყოიძე არ ადასტურებს და ამბობს, რომ კამერების წინ გამოჩენა არ უყვარს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება