ვინ არის ვერიკო ტურაშვილის მეორე შვილის მამა - მომღერალი შვილს ქმრის გარეშე აჩენს

ვინ არის ვერიკო ტურაშვილის მეორე შვილის მამა - მომღერალი შვილს ქმრის გარეშე აჩენს

ვერიკო ტურაშვილი შვილს ელოდება, ყოველგვარი ქორწინებისა და კანონიერების გარეშე. არც ფორმალობა ყოფილა, არც ერთად ცხოვრებაზე საუბარი. მისი შვილის მამა "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა.

ვერიკო და ლაშა ვაჟს დეკემბერში ელოდებიან, - წერს გაზეთი "პრაიმტაიმი" სტატიაში, სახელწოდებით - "ვერიკო ტურაშვილი შვილს ქმრის გარეშე აჩენს - "ჯობია ბრილიანტები ითხოვო კაცისგან, ვიდრე..."

გთავაზობთ ინტერვიუდან მცირე ამონარიდს:

ვერიკო ტურაშვილი: ძალიან კარგ განწყობაზე ვარ, მოლოდინის რეჟიმში. მეორეჯერ ვხვდები დედა და აბსოლუტურად სხვა გრძნობით. ლიზას დაბადებიდან 11 წელი გავიდა და მეორე შვილს ველოდები.

ჩემთვის სანერვიულო იყო არა ის, რომ სტანდარტულად არ გავთხოვილვარ თავისი ქორწილითა და მერე შვილის მოლოდინით, არამედ ის – თუ როგორ მეთქვა ეს სიახლე მშობლებისთვის. შენც დიდი ხანია მელოდები ინტერვიუზე იმ მიზეზით, რომ ეს სიახლე არ იცოდნენ ჩემმა მშობლებმა. სხვა სანერვიულო მე არაფერი მქონია. პირიქით – ველოდები ბედნიერებას. არ ვიცოდი, როგორ მიმეწოდებინა. მეგონა ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ ჩემები ამ ყველაფერს. დედას ვფიცავარ, სამ წუთში დედამ აქეთ დამამშვიდა.

არაფერზე არ ინერვიულო, იცოდე რაც არ უნდა გადაწყვიტო, როგორც არ უნდა გაგრძელდეს შენი ისტორია, მე შენ გვერდით ვიქნებიო. ამ სიტყვებზე ვიტირე. უკვე ექვსი თვის ორსული ვიყავი. დედამ იცოდა, რომ ლაშასთან სამწლიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. დედა იყო საქმის კურსში, მამა – არა. მამისთვის ამ სიახლის თქმა მე ვერ გავრისკე. მერე დედამ უთხრა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები და პატრონები ჩემი მშობლები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები არ არიან და მალე ჩემი მისახედებიც იქნებიან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება