სანამ ტელევიზორში ნახავთ - "ნიჭიერის" საუკეთესო ფოტოკადრები (+17 PHOTO)

სანამ ტელევიზორში ნახავთ - "ნიჭიერის" საუკეთესო ფოტოკადრები (+17 PHOTO)

"რუსთავი 2"-მა უკვე დაასრულა მეგაშოუ "ნიჭიერის" ჩაწერები, რომელსაც ტელემაყურებელი 27 ოქტომბრიდან იხილავს.

როგორც ცნობილია, ტელეშოუს გიორგი ყიფშიძე და ვანიკო თარხნიშვილი გაუძღვებიან. რაც შეეხება ჟიურის, ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ, ის საბოლოოდ შემდეგნაირად დაკომპლექტდა: ია ფარულავა, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამია და ლევან წულაძე (ჭოლა).

"ნიჭიერი" რომ გამორჩეული იქნება, ეს უკვე ჩანს. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მომღერალი ქალბატონი ამალია, შოკი იყო ჩემთვის ის, რაც გავიგონე, მისი იმიჯის მქონე ადამიანისგანაც მოულოდნელი იყო ჩემთვის და ასეთი რამ ამ სცენაზე არ მომხდარა. საინტერესოა ახალი შემადგენლობა. არ ჰგავს ძველს, ნანუკაც განსხვავდება ხატიასგან და გეგაც - ჭოლასგან. სხვანაირია და იმედია მაყურებელს მოეწონება", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას პროექტის ჟიურის წევრი და არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

ვიდრე შოუს "რუსთავი 2"-ს ეთერში ნახავთ, Ambebi.ge გთავაზობთ გალერეას, რომელშიც იხილავთ ეფექტურ კადრებს "ნიჭიერის" მეხუთე სეზონის ჩაწერიდან.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება