''რატომ უნდა ვიცოდე ვიღაცის სექსუალური სიზმარი?!.''

''რატომ უნდა ვიცოდე ვიღაცის სექსუალური სიზმარი?!.''

''ძალიან მიყვარს ახალი წლის ტრადიცია. რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში უნდა შევუნარჩუნოთ ბავშვებს თოვლის ბაბუის მოლოდინი, ნაძვის ხის აწყობა უნდა იყოს რიტუალი, ტრადიციული საახალწლო სუფრა არ უნდა დავკარგოთ, ყველაფერი, რაც სილამაზესა და სიკეთეს უკავშირდება, დიდხანს უნდა შევინარჩუნოთ. იმავენაირი დამოკიდებულება მაქვს აღდ-გომის მიმართ. ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს, რომელსაც წინ წამოწევა სჭირდება'', - აღნიშნა მარინა ბერიძემ, რომელსაც ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

- არ მიყვარს არც ერთი ტრადიცია, რომელიც ღრეობას უკავშირდება, ამას წყობიდან გამოვყავარ. ლამაზი ქორწილიც კი, რომელშიც ბევრი ევროპული დეტალი შევიტანეთ, მაინც ღრეობით მთავრდება, ასეა ქელეხიც. სტუმარმასპინძლობა თითქოს ძალიან კარგი ტრადიციაა, მაგრამ ნელ-ნელა ამის შენარჩუნებაც რთული ხდება. მახსოვს, ჩემს მშობლებთან ხუთი კაცი რომ მოდიოდა, იშლებოდა სუფრა, სადილობდნენ, ღვინოს მიირთმევდნენ... აბა, ახლა შემოვიდეს ხუთი კაცი, შეიძლება, იმ მომენტში არც სადილი გქონდეს, არც სასმელი და არც დრო - გასამას-პინძლებლად. ვაღიაროთ, რომ დარეკვის გარეშე ხალხი ერთმანეთთან აღარ მიდის, ეს რაღაც მომენტში კარგია, რაღაც მომენტში – არა. ცხოვრებამ მოიტანა ეს ყველაფერი, ამიტომ ტრადიციებს არ უნდა ვებრძოლოთ, ისინი თავისით ქრებიან.

- რაც შეეხება აღზრდის ტრადიციებს, როცა უფროსი ყოველთვის მართალია, ამაზე რას ფიქრობთ?

- იყო პერიოდი, როცა შვილიშვილებს ბებიები ზრდიდნენ, ახლა ბებიებიც აქტიურები გახდნენ, მე თვითონ სულ ვმუშაობ და როგორ გავზარდო?! სწორედ ამან გამოიწვია ძიძების მომსახურების აუცილებლობა. ოჯახის რჩენა ძალიან რთული გახდა, უნდა იმუშაოს კაცმაც და ქალმაც, მაგრამ ძიძის აყვანა იმისთვის, რომ დედა კაფეში დაჯდეს, ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება გყავდეს ძიძა, მაგრამ ის უნდა იყოს შენი კონტროლის ქვეშ, შვილი არ უნდა აჩუქო მას.

რაც შეეხება უფროს-უმცროსის თემას, დამეთანხმებით, რომ ასაკით უფროსი ადამიანიც შეიძლება, ხშირად მართალი არ იყოს. ყველაფერს თავისი ფორმა აქვს. თუ უხეშობასა და უზრდელობას გვერდით გადადებ, მშვიდად და წყნარად აუხსნი უფროსს, დაუსაბუთებ, რომ ის არაა მართალი, ეს მისაღებია. მაგრამ უზრდელობა მიუღებელია. ტრადიციის დარღვევასა და უზრდელობას შორის განსხვავებაა. ვფიქრობ, ჩვენთან ყველაზე მეტად დეფიციტური ზრდილობა და პატივისცემაა. ადამიანებს შორის ახლა რომ არის ზიზღი უმაღლეს რანგში აყვანილი, ასე არასდროს მინახავს, ზვიადის პერიოდშიც კი... ეს, ნებით თუ უნებლიეთ, სახელმწიფომ გააკეთა. ამხელა ნეგატივი, ამდენჯერ ''იმ 9 წლის'' შეხსენება უკვე აუტანელია, რაღაც კარგი მაშინაც გაკეთდა, ზვიადის, შევარდნაძის დროსაც კი იყო რაღაც კარგი.პედალირება მხოლოდ ცუდზე არ შეიძლება, იმიტომ რომ ასეთ დროს შენი თავი გეზიზღება. ერი, რომელიც 25 წელი ფეხზე ვერ დადგა, ერი აღარ არის. იმის ძახილი, რომ უკანასკნელ ''ნაციონალამდე'' ყველა მიწაში ჩაწვეს – ცუდად მოუბრუნდებათ.

- ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ, მაგრამ იხდიან 500-კაციან ქორწილებს, თითქ-მის ყველას ჰყავს მანქანა, როცა ბენზინის ფული არ აქვთ...

- პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ. სანამ ხალხი არ მიხვდება, რომ საბანი სადამდეც სწვდებათ, იქამდე დაიფარონ, არაფერი გვეშველება. ასეთივე საკითხია, როცა სტუმარი ჩამოგდის, არ გაქვს ფული, იღებ კრედიტს, სესხს, გაეხვევი უბედურებაში და თავს გამოიჩენ. ამ ყველაფერს ამპარტავნობა ჰქვია. ჩვენს ქვეყანაში ხომ ყველას მინისტრობა და დირექტორობა უნდა, 500-ლარიან ხელფასზე წასვლა - არავის. ბოლო წლებში წამოვიდა ''სივის'' ტენდენცია, გაუთავებლად აგზავნიან ისეთ სივის, რომ ქვას ხეთქავს, ყოველ მეორეს ჰარვარდი და სორბონა აქვს დამთავრებული, დაიბარებ და კარს შემოაღებს თუ არა, იმ წუთშივე გინდა, დააფხრიწო ეს სივი თავზე, იმიტომ რომ ჰაბიტუსი სრულიად განსხვავებული აქვს.

- ოჯახის შექმნის ტრადიცია და წყვილის თანაცხოვრება ქორწინებამდე...

- ოჯახის შექმნის ტრადიცია ჩვენთან თითქმის მთლიანად დარღვეულია, რაც შეეხება თანაცხოვრებას ქორწინებამდე, მე ეს მომწონს. უყვართ ერთმანეთი? იცხოვრონ, მოსინჯონ, თუ უნდათ, ნუ იცხოვრებენ ერთად, მაგრამ ისე უყვარდეთ ერთმანეთი, ასე უფრო ნაკლებად დაინგრევა ოჯახები. ეს კრიჭაშეკრული ქალები, ოღონდ ოჯახი არ დაინგრეს, ამის გამო რომ ბევრს ითმენენ, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ცუდ ქმარს, სჯობს, საერთოდ არ გყავდეს. როცა მამა დედას სძულს და მხოლოდ ბავშვის გამო რჩება მასთან, ესეც დიდი შეცდომაა... ამ დამოკიდებულებას ბავშვს ვერ გამოაპარებ და ისიც სიძულვილში იზრდება, ამიტომ ახალი ტენდენციების მომხრე ვარ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება