როგორ აფასებს ცოლის ცემას გია სურამელაშვილი, რომელიც თავად ძალადობდა მეუღლეზე

როგორ აფასებს ცოლის ცემას გია სურამელაშვილი, რომელიც თავად ძალადობდა მეუღლეზე

საქართველოში ბოლო დროს ცოლებზე გახშირებულმა ძალადობამ და მკვლელობებმა უკვე პიკს მიაღწია. ყოფილი ქმრები ყოფილი ცოლების შეურაცხყოფას ხალხმრავალ ადგილებშიც აღარ ერიდებიან. ცნობილი სახეებიდან გია სურამელაშვილი ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში აღიარა, რომ მეუღლეს ფიზიკურად უსწორდებოდა. უკვე დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ, მაგრამ საერთო შვილი ჰყავთ, რომელსაც მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

დავინტერესდით რას ფიქრობს სურამელაშვილი ქალებზე გახშირებულ ძალადობაზე და როგორ აფასებს საკუთარ საქციელს წლების შემდეგ.

გია:

- კატეგორიულად ვგმობ ძალადობას ქალის მიმართ და მით უმეტეს სიცოცხლის ხელყოფას. არავის აქვს უფლება სიცოცხლე წაართვას ადამიანს. ვერც ვხვდები ახლა რატომ გახშირდა ეს ძალადობა.

- როგორ გგონია, რისი ბრალია?

- თვითონ ქალებიც სცოდავენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მალავენ ამ აგრესიას. ეს ხომ ერთ წამში არ ხდება, ამას ხომ თავისი წინაპირობები აქვს, ეჭვიანობა, მუქარები. სანამ აფექტურ მდომარეობამდე მივა კაცი, მანამდე უნდა ამოიღონ ხმა ქალებმა. უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს. უნდა არსებობდეს ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ქალების უფლებებს დაიცავს და უნდა იყოს შესაბამისი სამსახური, რომელიც დამნაშავეებს ამხელს და დასჯის. ტელევიზიით უნდა ცხადდებოდეს ტელეფონის ნომრები, სადაც ძალადობის მსხვერპლს დარეკვა და დახმარების თხოვნა შეეძლება.

- გია, ჩვენ გვახსოვს შენი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ჰყვებოდი თუ როგორ სცემდი ცოლს…

- უსიამოვნება ყველა ოჯახშია, მაგრამ ეს არც მკვლელობამდე მისულა და არც ადამიანის დასახიჩრებამდე.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება