ვინ უშლიდა ზურა მანჯავიძეს ''ცეკვებში'' მონაწილეობას

	 ვინ უშლიდა ზურა მანჯავიძეს ''ცეკვებში'' მონაწილეობას

''რას ერჩით ამ გოგოს, კიდევ მოხუცი რომ დაუყენეთ გვერდითო'', უთქვამთ მზია ორველაშვილზე, რომელიც ახლა ზურა მანჯავიძის მეწყვილეა პროექტში ''ცეკვავენ ვარსკვლავები''. ოთარ ტატიშვილისა და ივა კუზანოვის შემდეგ, 43 წლის მომღერალი, შეიძლება ითქვას, სცენაზე დაფრინავს.

- ნოე სულაბერიძემ ამ პროექტში მონაწილეობა ჯერ კიდევ შარშან შემომთავაზა. მაშინ ახალი ნაოპერაციევი ვიყავი, ცხვირის ძგიდის ოპერაცია გავიკეთე. სამი რეპეტიციაც კი გავიარე მზია ორველაშვილთან ერთად, მაგრამ მდგომარეობა გამირთულდა და უარი ვთქვი. ჩემ მაგივრად პროექტში თიელი ჩასვეს და მოიგო კიდეც მანქანა. სასწაული ფეხი მაქვს (იცინის), ორივე თან. წელს დუტამ დამირეკა და მაშინვე დავთანხმდი. ხალხს ჭკუას კი დავეკითხე, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს.

- ოჯახმა რა გირჩია?

- მეუღლე მომხრე იყო, მაქეზებდა კიდეც სხვა სეზონებზე, ნეტავ, მონაწილეობდეო. ქართული ცეკვა არ მიჭირს, ბავშვობაში რამდენიმე წელი დავდიოდი. წვეულებებზე ხშირად გამიშლია ხელი. ''ფორტეს'' მანანა ცეკვავს ძალიან კარგად ქართულს, ''გორდას'' სოლისტია და რამდენიმე კარგი ნომერი გვაქვს ერთად გაკეთებული. ლათინურ ცეკვებსაც ვასრულებდი ხოლმე ასეთ წვეულებებზე, თვითონაც ვიგონებდი ზოგჯერ ილეთებს. აქედან გამომდინარე, არ შემშინებია ამ პროექტში მონაწილეობა და თურმე შევცდი. ძალიან რთულია და იმიტომ. ქართულის მოცეკვავეებს უჭირთ ლათინო-ამერიკული ცეკვების შესრულება. სულ სხვა დგომაა, სულ სხვა ''ასანკა''. სამეჯლისოს მოცეკვავეებს ქართულის ცეკვა უჭირთ. მეგონა, ლათინო-ამერიკული ცეკვები უფრო ადვილი იქნებოდა. ურთულესია, ურთულესი!

- სცენაზე ნაკლებად გეტყობა, რომ ეს ცეკვები შენთვის რთულია. როგორ ახერხებ?

- ბევრი მუშაობის შედეგია. მაგალითად, კონკურსის მეორე დღეს ყველა ისვენებს, მე მზიას ვთხოვე და დავნიშნე რეპეტიცია. პასუხისმგებლობის გრძნობა მოჭარბებით მაქვს, ყველა საქმეში ასე ვარ. არ მინდა, დასაცინი გავხდე. თან, პირველი ცეკვა ისეთი კარგი გამოვიდა, არ მსურს, მაყურებელს იმედი გავუცრუო

-ასაკით ყველაზე დიდი კონკურსანტი ხარ...

- ამ სეზონზე კი, ოქტომბრის ბოლოს 43 წლის ვხდები. ზუზუ იყო კიდევ დიდი და, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშა.

- მზიას ხელში ატაცება ხომ არ გიჭირს?

- არ მიჭირს მასთან ცეკვა. აწევებიც ვცადეთ, არ გამჭირვებია. ეტყობა, ძლიერი ვარ (იცინის). ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. მიყვარს ფეხბურთი, კალათბურთი, ფეხით სიარული. არ ვეწევი, ვვარჯიშობ. ბოლო დროს ცოტა მანქანამ გამაზარმაცა.

- შენ და მზია, ძირითადად, რაზე კამათობთ?

- ''სტოიკის'' დაჭერაზე. ამაზე მზია იმდენს მეჩხუბა, პირველივე ცეკვაზე ეს მომიწონა სწორედ ჩერტკოევმა. ძალიან მესიამოვნა. ზოგადად, ჩემზე ტკბილი სიტყვა უფრო კარგად მოქმედებს, ვიდრე ჩხუბი. ეს მზიამაც კარგად იცის და სწორად მიდგება.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება