ანა ახვლედიანი - "ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი"

ანა ახვლედიანი - "ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი"

იტალიური სამოდელო სააგენტო Brave Models Management მოდის სამყაროსთვის ახალ სახეებს ქმნის. სააგენტოს წარმომადგენლებს მტკიცედ სჯერათ, რომ რამდენიმე თვის წინ სპეციალურ კასტინგზე შერჩეული ქუთაისელი გოგონა, 19 წლის ანა ახვლედიანი მსოფლიოს დაიპყრობს. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, ანა ნიჭიერებითაც გამოირჩევა. გოგონა არასდროს ოცნებობდა მოდელობაზე. ჯინსით და კედებით შემოსილი ძირითად დროს სწავლას და სკეიტბორდს უთმობდა და რომ არა ბებიის ხვეწნა-მუდარა, არც იტალიური სააგენტოს შესარჩევ ჩვენებაზე მივიდოდა.

"რა უნდა გავაკეთო იქ? ვეკითხებოდი ბებიას, მე ხომ ქუსლიან ფეხსაცმელებზე წესიერად გავლაც კი არ ვიცი, არათუ პოდიუმზე თავის წარდგენა? შეძლებ, მოინდომე და შეძლებ, ოღონდ წადიო - მევედრებოდა ბებია. მეც იმ იმედით, რომ ჩვენების შემდეგ თავაზიანად გამომიცხადებდნენ, გოგონა, ლამაზი ხართ, მაგრამ პოდიუმის ნიჭი არ გაქვთო, კასტინგზე თითქმის სულ ბოლოს შევედი, დაღლილი, უემოციო... მერე მოვლენები მოულოდნელად განვითარდა."-იხსენებს ანა.

Brave Models Management ის სააგენტოა, რომელმაც თავის დროზე ბიანკა ბალტი აღმოაჩინა. ამბობენ, რომ გარეგნობით ანა ბიანკას გავს და დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. ის უკვე შესანიშნავად დადის პოდიუმზე, პოზირებს კამერის წინ...

- ანა სულ ახლახან აღმოვაჩინეთ და მოდის სამყაროში ფაქტობრივად არანაირი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ უკვე მნიშვნელოვანი დაინტერესებაა მის მიმართ. ზაფხულში ELLE-ს და ვოგის ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა ხუთას, უკვე პროფესიონალ მოდელს შორის, ახალბედა ანა შეარჩია დოლჩე გაბანას სარედაქციო სტატიისთვის. ასეთ, არა ცნობილ მოდელებს ბორისოვი ქუჩაში ფოტოებს არ უღებს, ანას კი გვერდიდან არ ცილდებოდა და ფაქტობრივად მის ყველა მოძრაობას აფიქსირებდა. ლივ ტაილერის და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდა მას, როდესაც ანა მონიკა ბელუჩის "მალენას" პოზირებდა.

იხილეთ ფოტოგალერეა - 26 საუკეთესო ფოტო

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება