ყველაზე ძვირფასი ქართული კოსტიუმები და მათი ისტორია

ყველაზე ძვირფასი ქართული კოსტიუმები და მათი ისტორია

ჩვენი წინაპრების ჩაცმულობა და ზოგადად, კოსტიუმების ისტორია ერთ-ერთი საინტერესო დარგია არამხოლოდ ისტორიკოსებისთვის, არამედ ტრადიციებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.''პალიტრა L'' გამოსაცემად ამზადებს სერიას სახელწოდებით ''საქართველოს ილუსტრირებული ისტორია'', რომლის საშუალებით ისტორიას ვიზუალურადაც აღვიქვამთ და მის განუყრელ ნაწილს, ამა თუ იმ ეპოქის კოსტიუმებსაც ვიხილავთ...

ერთ-ერთი ადგილი, სადაც ასეთი ნივთებია დაცული, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია. XIX-XX საუკუნის ნიმუშების მხატვრული ღირებულება უდიდესია. მუზეუმის დირექტორ გიორგი კალანდიასთან შეხვედრისას საუბარი ყველაზე ძველი ნუმუშით დავიწყეთ...

- ნაციონალურ კოსტიუმებს შორის ერთ-ერთი XVIII საუკუნისაა და უნდა ეკუთვნოდეს ქართლის დედოფალს. შემდეგ ეს სამოსი გამოიყენეს ფილმში ''გიორგი სააკაძე''. საერთოდ, საბჭოთა პერიოდში უცნაური რამ ხდებოდა, როდესაც ქართველ თავადაზნაურობას ჩამოართვეს ქონება, ტანსაცმელი ჩაითვალა ყოფით ნივთებად და გადაეცა კონოსტუდიას, რომელიც მათ ფილმებში იყენებდა. მოგვიანებით ისინი გახდა სამუზეუმო კუთვნილება. ასე რომ, გვაქვს სამოსი, რომელიც თავის დროზე იყო ქართლის რომელიმე თავადის კუთვნილება, შემდეგ გამოიყენეს ფარაჯანოვის ფილმში და ბოლოს მოხვდა ჩვენს მუზეუმში. ბევრ კოსტიუმს აქვს ყოფითი და მემორიალური თვალსაზრისით ძვირფასი ისტორია. მათ შორის შემიძლია დაგისახელოთ თეკლე დედოფლის კაბა, რომელიც სამ ფილმში ''გადაიღეს'': ''გიორგი სააკაძეში'', შემდეგ მიხეილ ჭიაურელმა ის ეიზენშტეინს ათხოვა და ჩანს ''ივანე მრისხანეში'', ბოლოს სერგო ფარაჯანოვმა ''სურამის ციხეში'' გამოიყენა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფარაჯანოვის კოსტიუმები. იყო შემთხვევები, როცა ის სპეციალურად აკერვინებდა მათ ფილმისთვის და ხშირად იყენებდა ეთნოგრაფიულ ელემენტებს. ასევე ცალკე მინდა გამოვყო ცნობილი ქორეოგრაფიული მოღვაწის ელენე გვარამაძის კოსტიუმები, რომლებიც ეროვნულ მოტივებზეა შეკერილი და განკუთვნილია ძირითადად ბალეტისათვის, მაგრამ უცნაურია იმ თვალსაზრისით, რომ ესენი ძირითადად კაბა-ჩოხებია, რაც ქართველი ქალბატონისა და მამაკაცის ტრადიციული სამოსის უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება