Sophie Villy – უცხოეთში წარმატებული ქართველი მომღერალი დიდი გეგმებით

Sophie Villy – უცხოეთში წარმატებული ქართველი მომღერალი დიდი გეგმებით

Sophie Villy-ს ნამდვილი გვარი ხუციშვილია. გოგონა, რომელსაც ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ, 1990 წელს თბილისში დაიბადა და გაიზარდა. 14 წლის იყო, როდესაც, წარმატების მიუხედავად, სპორტზე უარი თქვა და მუსიკოსის გზა არჩია. ამჯერად უკრაინაში მოღვაწეობს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი ერთ-ერთი გაჩერებაა, რადგან კონცერტებს შტატებსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართავს. სოფიზე სტატია ჟურნალ ''გარდიანშიც'' გამოქვეყნდა. მისი სიმღერა Pოსიტიონ უკვე ექვსი თვეა, რაც ისეთ ცნობილ რადიოსადგურებში ტრიალებს, როგორიცაა BBC და კალიფორნიის წამყვანი რადიოსადგური KCRW. წარმატების მიუხედავად დარწმუნებულია, რომ ყველაფერი წინ აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. სოფი მშობლიურ ქალაქში ჩავწერეთ, რამდენიმე დღეში კი კიევში დაბრუნდა.

- გრიბოედოვზე ვცხოვრობდი კონსერვატორიის პირდაპირ. ამან ჩემს ცხოვრებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. ყოველ დილას, დედა ფანჯრებს რომ აღებდა, მშვენიერი ჰანგები შემოდიოდა. ხუთი წლიდან დავიწყე მუსიკაში მომზადება, მასწავლებელი ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა. მამა ძალიან მუსიკალური ადამიანია, ვინილის დისკების დიდი კოლექცია ჰქონდა. ყველაფერი როკ-ენ-როლიდან დაიწყო, ''ბითლზი'', ''როლინგ სთოუნი''...

ათი წლის ასაკიდან ჩემით დავიწყე მუსიკის მოძიება. ათწლედში ოთხი წელი ვიარე, მაგრამ არ მომწონდა კლასიკური მიდგომა, სიმკაცრე იყო და დღეში რვა საათი ვერ ვიმეცადინებდი, ამიტომ სპორტზე გადავერთე. ოჯახის ახლობელია ირაკლი ბართაია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ცურვაში და თავიდან ცურვით დავიწყე. როდესაც დავინახე, რომ ჩემი ასაკის ბავშვები ევროპაში დადიოდნენ და მედლებს იღებდნენ, მოტივაცია გამიჩნდა და ბევრს ვვარჯი-შობდი. 12 წლის ასაკში წყალში ხტომაში სტრასბურგში ევროპის ჩემპიონი გავხდი.

- შემდეგ ტრავმა მიიღე.

- სპორტის პერიოდში მუსიკას დავშორდი, მხოლოდ ვუსმენდი, მაგრამ არაფერს ვწერდი. მენისკი გამიწყდა და სიარულიც კი მიჭირდა. ოპერაციის შემდეგ თავში რაღაც გადამიტრიალდა და გადავწყვიტე, მუსიკას დავბრუნებოდი. ქირომანტიას თუ დავუჯერებთ, ხელზე მაქვს ნიშანი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც რადიკალურად იცვლება. 14 წლიდან გიტარაზე დაკვრა დავიწყე. ჩვენს სახლში ბევრი ხელოვანი იკრიბებოდა. ავანგარდში ვიზრდებოდი. თითო მოსვლაზე ერთ აკორდს მასწავლიდნენ (იღიმის). დედაც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული, ახლა ინტერიერის დიზაინერია. 14 წლის ვიყავი, მამამ კომპიუტერი რომ დამიდგა, ახლა ვხვდები, რომ სწორად მოიქცა, რადგან სხვაგვარად ბევრ რამეს ვერ ვისწავლიდი. პირველივე დღეს კომპიუტერის საშუალებით რვა სხვადასხვა კომპოზიცია დავწერე. ძირითადად, ინგლისურად ვმღეროდი.

- საქართველოდან როდის წახვედი?

- დედით უკრაინელი ვარ და 2008 წლის ომის შემდეგ კიევში გადავედით საცხოვრებლად. რთული პერიოდი იყო. ახალი უნივერსიტეტი, ხალხი. სრულ იზოლაციაში ვიყავი. პაბებში, კლუბებში დავდიოდი და მივხვდი, რომ შეიძლებოდა, იქაც შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება. მუსიკოსი რადიონ სავჩუკი გავიცანი. მოეწონა ჩემი მუსიკა და გადაწყვიტა, საერთო პროექტი გაგვეკეთებინა. ერთ თვეში კონცერტი გავმართეთ. ექვს თვეში დავიშალეთ და სოლოკარიერა დავიწყე. აკუსტიკურ და ელექტროგიტარაზე ვუკრავდი. პირველად მაშინ შემადარეს ბობ დილანს. გალერეებში ვაწყობდი საღამოებს, ნელ-ნელა გამიცნო უკრაინელმა მაყურებელმა და შემოთავაზებებიც წამოვიდა.

- პირველი სერიოზული გამოსვლა უკრაინაში როდის გქონდა?

- 2012 წელს ''ქოქტებელის ჯაზ-ფესტივალზე''. სცენა ზღვასთან იდგა, სამი ათასი კაცი ესწრებოდა. სცენაზე გასვლის შემდეგ ამერიკული ფოლკის აკაპელა დავიწყე. პირველივე ბგერაზე ხალხი სცენასთან მოგროვდა. ამის შემდეგ ამერიკაში გავემგზავრე. ფლორიდაში ფესტივალზე მიმიწვიეს. შემთხვევით მიპოვეს ''იუთუბზე''. გიტარითა და ჩემოდნით მარტო წავედი, არ ვიცოდი, წინ რა მელოდა. ერთ თვეს ვაპირებდი დარჩენას და ფესტივალის შემდეგ ჩემს მეგობართან ნიუ-იორკში უნდა გავჩერებულიყავი. გავრისკე, არ ვიცოდი, რეალურად ვინ იყვნენ ორგანიზატორები, მაგრამ 37 საათი რომ ხარ გზაში, მთავარია დაისვენო. ძალიან კარგი ხალხი აღმოჩნდა და ხუთი დღე გავჩერდი მათთან. ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ აკლიმატიზაცია დამეწყო და ცუდად გავხდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ცოტა დრო მქონდა და ყველა წამი უნდა გამომეყენებინა. ინტერნეტში მოვიძიე Open Mic, ამ პროგრამის საშუალებით ერთი საათით ადრე რეგისტრირდები, ნომერს განიჭებენ, ოცი წუთის განმავლობაში სავსე დარბაზის წინ გამოდიხარ და რაც გინდა გააკეთე. პირველად მანჰეტენზე პატარა პაბში გამოვედი, ღამის 12 საათი იყო. სცენაზე ასვლის შემდეგ ყველა გაოცებული მიყურებდა. მაშინ მივხვდი, რომ სწორ ადგილას ვიყავი. რამდენიმე გამოსვლა მქონდა და შემდეგ ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ თჰე Bიტტერ End-ში კონცერტის გამართვა შემომთავაზეს. ჩემთვის ეს მართლა დაუჯერებელი იყო, მაგრამ მეორე დღეს ცნობილი შტორმი ''სენდი'' მოხდა, ხუთი დღის განმავლობაში მთელი მანჰეტენი გაჩერებული იყო და კონცერტი ჩაიშალა.

იხილეთ სრულიად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება