ზურაბ წერეთელს საშოდან გამოღებული წიგნი გაუგზავნეს და გამყიდველი მედროვე უწოდეს

ზურაბ წერეთელს საშოდან გამოღებული წიგნი გაუგზავნეს და გამყიდველი მედროვე უწოდეს

ზურაბ წერეთლის გამოფენის გახსნაზე, სკანდალურად ცნობილი მხატვრის პეტრ პავლენსკის ცოლმა მოქანდაკის ქალიშვილს წიგნი ”ბომბასტიკის” პრეზენტაცია მოუწყო. ოქსანა შალიგინამ ეს ძალიან უჩვეულო გზით გააკეთა. ყველას თვალწინ ქალმა კაბა გაიხადა და საშოდან წიგნი გამოიღო. ასე მან წიგნის დაბადების იმიტაცია გააკეთა.

საღამოზე თავად ზურაბ წერეთელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისვლა ვერ მოახერხა და მის მაგივრად, მისი ქალიშვილი ელენა მივიდა. სწორედ მას ერგო ”ბომბასტიკა”. აღსანიშნავია, რომ ქალს უდრეკი რეაქცია ჰქონდა პერფორმანსზე და მშვიდად გამოართვა შალიგინას წიგნი.

პეტრ პავლენსკიმ საკუთარ ”ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, რომ ალექსანდრ ვონ ბრენერის და ბარბარა ფამოზის ”ბომბასტიკა” ერთადერთ შესაფერის სიტუაციაში წარადგინა - ვაგინიდან გამოღებული შეაჩეჩა უძლურ ხელებში ქვეყნის ყველაზე გამყიდველი და მედროვე მხატვრის, ზურაბ წერეთლის ქალიშვილს.

”წიგნი გამოიღო და მიართვა გამომცემლობა ”პოლიტიკური პროპაგანდის” დამაასრებელმა ოქსანა შალიგინამ. რედაქციას იმედი აქვს, რომ წიგნი ადრესატს გადაეცემა, - წერს პავლენსკი,  - ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ქვეყნის ყველაზე უნიჭო დეკორატორიც კი სიბერეში მაინც შეძლებს დაფიქრებას და შეწყვეტს საკუთარი ცხოვრების ორდენებსა და სხვა უაზრო ნივთებში გადაცვლას”.

პავლენსკი იმით გახდა ცნობილი, რომ ”ფუსი რაიოტის” მხარდასაჭერად პირი ამოიკერა და გენიტალიები ქვაფენილზე მიიჭედა.

მომზადებულია stranamam.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება