ქართველი ტელეწამყვანი წონაში კლების ეფექტურ მეთოდს ამხელს - წარმოუდგენელი გარდასახვა ორსულობის შემდეგ

ქართველი ტელეწამყვანი წონაში კლების ეფექტურ მეთოდს ამხელს - წარმოუდგენელი გარდასახვა ორსულობის შემდეგ

ორსულობის შემდგომ სასურველი წონის დაბრუნებას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ზოგი ამას ახერხებს, ზოგისთვის კი შეუძლებელია. ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ ბავშვის გაჩენის შემდეგ არა თუ სასურველი ფორმა დაიბრუნა, უფრო კარგ ფორმაში ჩადგა. როგორ მოახერხა ეს, ამის შესახებ Ambebi.ge-ს უამბობს.

- როგორ დაიბრუნეთ სასურველი წონა ორსულობის შემდეგ?

- მთელი ცხოვრება 48 კილოგრამს ვიწონიდი. ორსულობის დროს კი 15 კილოგრამი მოვიმატე წონაში. 9 კილო ბავშვის გაჩენისთანავე დავიკელი, ასე ვთქვათ, სამშობაროში დავტოვე. სანდროს გაჩენის შემდეგ დიეტაზე არ ვყოფილვარ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დავიკელი წონაში. 6 თვეში 18 კილო დავიკელი. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავდა, შესაბამისად, არ შემეძლო ყველაფრის ჭამა. ისედაც პრეტენზიული მჭამელი ვარ, ბევრი ისეთი პროდუქტია, რომელსაც ვერ ვჭამ.

ბოლოს 45 კილო ვიყავი და დიდი ძალისხმევა დამჭირდა წონაში მოსამატებლად. დავდიოდი ენდროკრინოლოგთან, დიეტოლოგთან და მათი რეკომენდაციის მიხედვით ვიკვებებოდი, სამ საათში ერთხელ ვჭამდი საჭმელს რამდენიმე კილო რომ მომემატებინა.

- ორსულობის შემდეგ ქალის ფორმებიც იცვლება, მუცელი და კანი აღარ არის გლუვი. თავად თუ გაწუხებს მსგავსი პრობლემები?

- საბედნიეროდ, არ მაქვს მსგავსი პრობლემა. ბავშვი როგორც კი გაჩნდა, სპეციალური კორსეტით შევიკარი მუცელი. ერთი თვის შემდეგ კი დავიწყე ვარჯიში. ტანზე პარკს და შალის ნაჭერს ვიხვევდი და ასე ვვარჯიშობდი. ყველაზე ეფექტურია ამ მეთოდით ვარჯიში მუცლი ცხიმების დასაწვავად, ოღონდ განსაზღვრული რაოდენობით უნდა ივარჯიშო. დღეში 2 საათი, უნდა გააკეთო მუცლის პრესი და ირბინო. დიდი ხანია ასე არ მივარჯიშია და ხვალიდან ისევ დავიწყებ.

- წონას სულ აკონტროლებთ?

- რა თქმა უნდა. მყავს პირადი მწვრთნელი გიგი დოლივა. მასთან ვვარჯიშობდი, მაგრამ კრივის გაკვეთილის დროს წელი დავიზიანე და ექიმის რეკომენდაციით რამდენიმე თვით აკრძალული მქონდა ვარჯიში. ახლა 2 კილო მაქვს მომატებული და ერთი კვირით საკუთარ თავს ცომეული ავუკრძალე.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება