სტილისტის რჩევები - ტკბილი შოკოლადი ბოლოჭამიებს გაგიჩენთ!

სტილისტის რჩევები - ტკბილი შოკოლადი ბოლოჭამიებს გაგიჩენთ!

თმასა და ვარცხნილობას ადამიანის, განსაკუთრებით კი ქალის ვიზუალის მარტივად შეცვლა შეუძლია, როგორც დადებითისკენ, ასევე უარყოფითისკენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, პროფესიონალისთვის მიგვემართა და რჩევები გვეკითხა. ჩვენი რესპონდენტი რომა გულედანია, რომელიც 9 წელია, ამ სფეროშია ჩართული, ერთსა და იმავე სალონში უკვე 5 წელია მუშაობს.

ყველაზე მოთხოვნადი ვარცხნილობა

- დაახლოებით 5 წლის წინ მოდაში შემოვიდა ''კარე'', აიტაცა საზოგადოებამ და ყველა ამ ვარცხნილობას ატარებდა, ბოლოს უკვე აუტანელი გახდა ამის დანახვაც და გაკეთებაც. ამჟამად აქტუალურია მოკლე ვარცხნილობებიც, რომელიც ასევე კარგად აიტაცეს ქართველმა ქალებმა. რადგან მეკითხებით, ცნობილებიდან რომელს აქვს ყველაზე სწორად მორგებული მოკლე ვარცხნილობა, გიპასუხებთ, რომ ინგა გრიგოლიასა და ნანიკო ხაზარაძეს უხდებათ მოკლე თმა, მათი სტილია, მეტს ვერავის გამოვყოფ.

ზოგადად, ქართველებს სურთ ჰქონდეთ სწრაფი, მარტივი ვარცხნილობა, მაგრამ ჯერჯერობით მოდას ასეთი არ მოუწვდია, შედარებით მარტივია, დაიბანო, გაიშრო, შეიკრა და აიწიო თმა. საერთოდ, კარგად შეჭრილი თმა ნებისმიერ სიტუაციაში უნდა დალაგდეს სწორად, იმ დონეზე მაინც, რომ ქალმა თავი კომფორტულად იგრძნოს.

ძალიან მოდური იყო ''ცოცხებივით'' გასწორებული თმა, ეს ალბათ იმიტომ, რომ კავკასიელებს სქელი, დაუმორჩილებელი თმა გვაქვს და ბევრს ოცნებად ჰქონდა ქცეული სწორი თმა. ასეთ ადამიანებს შემიძლია ვუთხრა, რომ შემოსულია ქიმიური გასწორება, გასწორება კერატინით, რომელიც გასწორებასთან ერთად კვებავს თმას და რაც მთავარია, არ წვავს.

ჩემი აზრით, ის, რაც მოდიდან არ გადადის, ბუნებრივი ხვეული თმაა, აი, ქიმიით დახვეულს კი დიდად პატივს არ ვცემ, თუნდაც იმიტომ, რომ ვუფრთხილდები კლიენტის თმას, რადგან ამ დროს თმა ყველა ვარიანტში იწვება.

სადღესასწაულო - საქორწილო ვარცხნილობები

- ძალიან არასწორია, როცა ასეთ დროს ფოტოებით მიაკითხავ სტილისტს და აჩვენებ, ზუსტად ასეთი მინდაო. საპატარძლოებს ვთხოვ კაბის ჩვენებას, ვკითხულობ, როგორი კანის ფერი ექნებათ იმ დღეს და მას შემდეგ ვურჩევ ვარცხნილობას, რომელიც მოუხდებათ. ჩვენთან რეტრო მუშაობს კარგად, Yთუმცა შეიძლება, სხვადასხვა სტილიდან დეტალების ამოკრება და კარგი ვარცხნილობის გაკეთება.

თმის პრობლემები ''შიგნიდან'' მოდის...

- იმისათვის, რომ გქონდეთ კარგი თმა, არ გცვიოდეთ და არ იდგეთ სხვადასხვა პრობლემის წინაშე, აუცილებელია კარგად დასვენება. ნევროზი, სტრესი, დაღლილობა, მეტიც, მჟავე და მწარე საკვებიც კი თმას საშინლად ვნებს, ძალიან ტკბილი შოკოლადი კი ბოლოჭამიების გაჩენას უწყობს ხელს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება