სალომე ჭაჭუას პირველი კომენტარი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მომხდარ სკანდალზე - ''ჩემს მეწყვილეს მე თვითონ ვამეცადინებ...''

სალომე ჭაჭუას პირველი კომენტარი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მომხდარ სკანდალზე - ''ჩემს მეწყვილეს მე თვითონ ვამეცადინებ...''

პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სკანდალი ყოველ სეზონზე ხდება. არც მეხუთე სეზონი გახდა ამ მხრივ გამონაკლისი. პროექტი ქორეოგრაფებმა - საშამ, ალიონამ და დიმამ დატოვეს. მოცეკვავეები ყოველი ცეკვის შემდეგ მათ მადლობას უხდიდნენ, თუმცა ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი ქორეოგრაფებისთვის შენიშვნის მიცემას არასდროს ერიდებოდა.

ცნობილი გახდა, რომ ქორეოგრაფებსა და გოჩა ჩერტკოევს შორის მოხდა უთანხმოება, რის შემდეგაც პროექტი ქორეოგრაფების გარეშე დარჩა. ამბობენ, მათ მაგივრად მოცეკვავეებს გიგი გაჩეჩილაძე ამეცადინებსო. დეტალების გასარკვევად ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოს მეუღლეს - მზია ორველაშვილს დავუკავშირდით. თუმცა მზიამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

- მზია, რა გახდა გოჩა ჩერტკოევსა და ქორეოგრაფებს შორის დაპირისპირების საბაბი?

- ეს ჩემი პრობლემა არაა და კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ.

ვესაუბრეთ პროექტის მონაწილე სალომე ჭაჭუას. რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდა კითხვა, მოახერხებს თუ არა სალომე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთ პროექტში ყოფნას და მისი დადგმული ცეკვების შესრულებას.

- სალომე, რატომ შეიცვალნენ ქორეოგრაფები პროექტში.

- მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ და ვერანირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება