ანა მარგველაშვილი რეპერ ტიმატის ჯგუფის წევრებს აეროპორტში დახვდა (+ვიდეო)

ანა მარგველაშვილი რეპერ ტიმატის ჯგუფის წევრებს აეროპორტში დახვდა (+ვიდეო)

თბილისობის დღესასწაულზე რეპისა და ჰიპ-ჰოპის ქართველ მოყვარულებს სიურპრიზი ელით. თბილისს რუსი რეპერის, ტიმატის ჯგუფის Black Star Inc.-ის წევრები ესტუმრნენ, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს ენერგიულ საღამოს პირდებიან კლუბ "სენატში".

რუს სტუმრებს შორის არიან DJ KAN და რეპერი Natan. თბილისს ამ ჯერზე ვერ ესტუმრა ჯგუფის დამფუძნებელი რეპერი ტიმატი, რომელიც ქართველი მსმენელისთვის უფრო ნაცნობია. თუმცა, უახლოეს მომავალში ტიმატი და Black Star Inc. საქართველოში დაბრუნებას გეგმავენ. აქ უნდა გადაიღონ რამდენიმე ეპიზოდი ახალი კლიპისთვის, რომელიც შემდეგ რუსულ MTV-ზე დატრიალდება.

უცხოელ სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც დახვდა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება