"ბეწვზე გადავრჩით - კინაღამ მატარებელმა გაგვიტანა" - გიორგი ნაზღაიძის ახალი თავგადასავალი

"ბეწვზე გადავრჩით - კინაღამ მატარებელმა გაგვიტანა" - გიორგი ნაზღაიძის ახალი თავგადასავალი

ცოტა ხნის წინ თამუნა მუსერიძე და გიორგი ნაზღაიძე აჭარაში იმყოფებოდნენ, კერძოდ, ბათუმში, მათ რუსი რეჟისორი, კინოში იღებდა. ფილმს "სექსთა ომი" ჰქვია. გიორგიმ და თამუნამ ეპიზოდური როლები შეასრულეს და ამ ორდღიანი შემოქმედებითი პროცესით  უკმაყოფილოები არ არიან. თუმცა გიორგის საოცარი ამბავი შეემთხვა იქ, პრაქტიკულად, სიკვდილს გადაურჩა... ამაზე ცოტა ქვემოთ, მანამდე კი, იმ გადაღების შესახებ გიორგი ნაზღაიძე გვესაუბრება:

- ფილმში ჯერ თამუნა მიიწვიეს და შემდეგ მეც აღმოვჩნდი იქ, რადგანაც ქართველი ბიჭი უნდოდათ, მაღალი, სიმპათიური (სიცილით ამბობს) და ჩემი თავი უკვე თამუნამ წარუდგინა.

მოკლედ, ფილმის რაღაც კადრები აჭარაში, გადაიღეს, რადგანაც ზღვისპირა ქალაქი უნდოდათ. ისე, ამ შემოქმედებითმა ჯგუფმა უკვე მეორედ იმუშავა ბათუმში, ოღონდ, იმ პროექტის შესახებ ამბავი არ გაუხმაურებიათ. არც ამის გახმაურებას აპირებდნენ, უბრალოდ, მე და თამუნამ მალულად გადავიღეთ გადასაღები მოედნიდან ფოტოები და "ფეისბუქის" პირად გვერდებზე ავტვირთეთ... ასეა ხოლმე, ჩამოდიან, იღებენ და მიდიან. დამატებით მსახიობები თუ სჭირდებათ, აქვე აჰყავთ. ამ ფილმის პრემიერა 4 თვეში უნდა შედგეს. ისე, კარტებს დიდად არ ხსნიდა შემოქმედებითი ჯგუფი. ჩვენ სცენარის მხოლოდ ის ნაწილი გაგვაცნეს, რომელიც უნდა გვეთამაშა...

- რა ჟანრის ფილმია?

- თუ შეიძლება, ასე ითქვას, - კომედიურ-ზღაპრულ-თანამედროვე... მასში რუსი კომედივუმენი თამაშობს, ცნობილი გმირია, რომელიც მათ მსახიობებში შევიცანი...

- თამუნას რა როლი აქვს?

- მეორეხარისხოვანი როლი აქვს. XXI საუკუნის "ბაბაიაგაა". ცოტა უცნაური ფილმი კია, სუპერმენიც მონაწილეობს.

- და შენ ხარ ის სუპერმენი?

- არა, მე ერთ-ერთი მებრძოლის მეგობარი ვარ. მოკლედ, დიდი არაფერი, პატარა როლები ვითამაშეთ. გადამღები ჯგუფი უკვე წავიდა...

- შესაძლებელია კიდევ გათამაშონ?

- არ ვიცი, შეიძლება ისევ დაგვიძახონ, რადგან პროექტზე მუშაობა გრძელდება.

- როგორი იყო რუსებთან თანამშრომლობა?

- საერთოდ, როცა უცხოელებთან ვმუშაობ, შემოქმედებითი ჯგუფი ძალიან სერიოზულად ეკიდება მსახიობებს და დიდ ყურადღებას აქცევს მათ, გრძნობ, რომ გვედში გიდგანან. ასე იყო ამ რუსული ჯგუფის შემთხვევაშიც. მსგავსი მიდგომა ნებისმიერ სფეროში მომწონს...

- ე.ი. მსახიობებს აფასებენ.

- ყველანაირად აფასებენ, როგორც მატერიალურად, ისე - მორალურად.

- რუსებმა ჰონორარი უკვე გადაგიხადეს?

- რაც ვითამაშეთ, იმის ჰონორარი უკვე დაირიცხა, ანუ გადახდილია (სიცლილით ამბობს).

- ისე შენ და თამუნა დუეტში კარგად მუშაობთ...

- ჰო, შეხმატკბილებულები ვართ (სიცილით ამბობს). თავიდანვე შევეწყვეთ. როცა სადმე ცალ-ცალკე მივდივართ, ორივეს გვეკითხებიან, - თამუნა სად არის? გიორგი სად არისო?

- სამომავლოდ ტელედუეტზე ხომ არ ფიქრობთ?

- გვაქვს სურვილი და გეგმაც, რომ ჩვენი ტელედუეტი შედგეს, რადიოდუეტი კი გვქონდა, როდესაც რადიოში ერთად მიგვყავდა გადაცემა. ისე, პროგრამაც გვაქვს და თან, ისეთი პროექტების გაკეთება გვინდა, რომელიც ტელესივრცეში არც ყოფილა, განსხვავებული... მაგრამ ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ, გასაქანი არ გვაქვს.

- ისიც ფაქტია, რომ თამუნასთან ერთად, ყოველთვის რაღაც ამბავსა თუ სკანდალში ეხვევი ხოლმე. ამ გადაღებებზე რაიმე მსგავსი ხომ არ მომხდარა?

- ჩვენთან ერთად ჩვენი მეგობარი ფოტოგრაფი - სანდრო ბითარიშვილიც იყო. გადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მიდიოდა, ახლოს ლიანდაგებიც იყო, ჰოდა, მე და სანდრომ (იქ თამუნა არ ყოფილა) ფოტოსესია მოვაწყეთ, სადაც მაგარი ამბავი გადაგვხდა: ისე გავერთეთ, რომ გადაგვავიწყდა, რკინიგზაზე რომ ვიყავით. უეცრად ვიგრძენი, რომ მატარებელი მოდიოდა, ლიანდაგები ამოძრავდა. მოკლედ, საშინელი განსაცდელი გვქონდა, მატარებელი ისეთ სიახლოვეში იყო, რომ უკვე სიგნალს გვაძლევდა. გიჟივით გავიქეცი და სადღაც ხეებში შევვარდი და იქიდან სანდროს განწირული ვეძახდი, - ჩაქარა, ჩქარა-მეთქი. არადა, სანდრო იმ პერიოდში ლიანდაგებიდან აპარატურის აკრეფით იყო დაკავებული, რასაც დრო სჭირდებოდა. მოკლედ, როგორც იქნა, აიღო ის აპარატურა იქიდან, გადმოხტა და მატარებელმაც გაიარა.

მოკლედ, გადავრჩით... თამუნამ ეს ამბავი რომ გაიგო, მითხრა, - უჩემოდ როგორ მოხდა ეს ამბავიო... მაგარი განსაცდელი კი იყო, ბეწვზე გადავრჩით, მაგრამ დღეს უკვე მხიარულად ვყვებით იმას, რაც მოხდა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება