ექიმების შეცდომა! - რეზიკო რობაქიძის მდგომარეობა გაუარესდა

ექიმების შეცდომა! - რეზიკო რობაქიძის მდგომარეობა გაუარესდა

''ცეკვავენ ვასკვლავების'' კიდევ ერთ ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო მარიამ სანოგოს მეწყვილემ რეზიკო რობაქიძემ. რეზიკო ორი ტურის წინ ცეკვისას დაშავდა. გასულ კვირას პროექტის ერთ-ერთმა ქორეოგრაფმა საშა ოხრიმენკომ შეცვალა. მაშინ გამოაცხადეს, რომ შემდეგ ტურში რეზიკო ცეკვას შეძლებდა, მაგრამ გუშინ გადაცემის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კვლავ საავადმყოფოში მოხვდა და ის ამჯერად მოცეკვავე ირაკლი საბაძემ ჩაანაცვლა. რეზიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- რეზიკო, როგორ გრძნობ თავს?

- შიდა ქალის წნევა მაქვს და წნევა დამივარდა. გადაცემის დაწყებამდე შიშის მომენტიც მქონდა და გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში ცეკვებზე უარი მეთქვა. დღეს სხვა ექიმი ვნახე, რომელიც მპირდება, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ცეკვის გაგრძელებას უახლოეს მომავალში შევძლებ. არასწორი მკურნალობა ჩამიტარეს წინა სავადმყოფოში, უბრალოდ არ მინდა სახელის დასახელება და არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია ნერვული სისტემის დაზიანება და გარდა ამისა ცეკვისას თავის დარტყმამ მხედველობის და ნერვული სისტემის მოშლა გამოიწვია.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება