ორდიპლომიანი ტრანსსექსუალი, რომელიც ვინაობას არ მალავს - ''მკერდის ოპერაციას დედა მიფინანსებს...''

ორდიპლომიანი ტრანსსექსუალი, რომელიც ვინაობას არ მალავს - ''მკერდის ოპერაციას დედა მიფინანსებს...''

დაახლოებით სამი თვის წინ ''რეიტინგში'' საქართველოში მცხოვრები ტრანსსექსუალის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც წერდა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო აქ ცხოვრება არ უჭირდა, მაგრამ მაშინ სახე არ გამოაჩინა და როგორც თავად გვითხრა, მშვიდ ცხოვრებას არჩევდა. მაშინ პირობითად მარი დავარქვით. ახლა კი გადაწყვიტა, თავის ვინაობას ფარდა ახადოს და სახელი და გვარი საჯაროდ გაამჟღავნოს. მას ანნია კოვალენკო ჰქვია. ანნიას უკვე დავიწყებული აქვს ის სახელი და გვარი, რომელიც ბიჭად ''ყოფნის'' დროს ჰქონდა. ის სურათების გადაღებაზეც დაგვთანხმდა.

- ანნია, ''რეიტინგში'' ანონიმურად გამოქვეყნებულ ინტერვიუში სახე არ გამოგიჩენია. ახლა რა შეიცვალა?

- ის შეიცვალა, რომ სრულყოფილი ტრანსსექსუალი ვხდები და არა ტრანსი, განსხვავება ესაა. თქვენს მკითხველს რომ ავუხსნა, ტრანსი ოპერაციამდე ჰქვია იმ მამაკაცს, რომელიც ქალური ჰორმონებით დაიბადა და რეალურად ქალია, მაგრამ მკერდი არ აქვს, ტრანსსექსუალი კი მაშინ ხარ, როდესაც მკერდის ოპერაციას გაიკეთებ.

- გზა, რომელსაც ტრანსსექსუალები გადიან მკერდის ოპერაციის წინ, შენ უკვე გაგივლია.

- მე არანაირი ფსიქოლოგი არ დამჭირვებია. დაბადებიდან ტრანსსექსუალი ვარ ჩემი ბუნებით და ვერავინ შემცვლიდა. ეს ოპერაცია კი მხოლოდ იმას შეცვლის ჩემს ცხოვრებაში, რომ სრულყოფილი ვიქნები, მეტი არაფერი.

- ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას? დედა რას ფიქრობს, ნათესავები, დედმამიშვილები თუ გყავს?

- ჩვეულებრივად შეხვდნენ, დედა მაფინანსებს. ჩემი დები მხარდაჭერას მიცხადებენ.

- შეგიძლია, უფრო მეტი გვიამბო შენს ოჯახზე?

- ორი და მყავს, დაოჯახებულები არიან. მყავს დედა, რომელიც ძალიან მიყვარს და ჩემ გამო ბევრი რამ აქვს გაკეთებული და გადატანილი.

- წარმოშობით საიდან ხარ, პირველად რა ასაკში იგრძენი, რომ მამაკაცი არ იყავი?

- ნახევრად არაქართველი ვარ. სომხური, რუსული და ქართული სისხლიც მირევია. 11 წლის ასაკში მივხვდი, რომ ჩემში მეორე ადამიანი მებრძოდა. მას შემდეგ გავაცნობიერე, ვინ ვიყავი.

- გოგონა არასოდეს გყვარებია?

- არა, რადგან ვერ წარმომიდგენია თუმცა სქესობრივი ურთიერთობა ბევრჯერ მქონია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება