ბათუმელი ბიჭის ახდენილი ამერიკული ოცნება: სიშიშვლე, სცენა და კონგრესი (+11 ფოტო)

ბათუმელი ბიჭის ახდენილი ამერიკული ოცნება: სიშიშვლე, სცენა და კონგრესი (+11 ფოტო)

დევი ხაჯიშვილის შესახებ საქართველოში არაფერი სმენიათ, სამაგიეროდ, ახალგაზრდა ბოდიბილდერი სულ უფრო პოპულარული ხდება აშშ-ში, სადაც ამჟამად ტეხასის შტატში ფიტნეს მოდელისა და მსახიობის საქმიანობას ეწევა. სურვილით, რომ ის ქართულმა აუდიტორიამ უკეთ გაიცნოს, თავად მოგვმართა. დევი ხაჯიშვილი თავად უამბობს მკითხველს, თუ როგორ მიაღწია ქართველმა ემიგრანტმა ამერიკაში პროფესიულ წარმატებებს სპორტსა და შოუბიზნესში.

"მე ვარ დევი ხაჯიშვილი წარმოშობით საქართველოდან. ამჟამად ვმოღვაწეობ ამერიკის შტატ ტეხასში, როგორც მსახიობი და ფიტნეს მოდელი.

დავიბადე ქალაქ ბათუმში, სადაც 17 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. ვვარჯიშობდი შოტოკან კარატეს 6 წლიდან, ჩემი მამის,  ნოდარ ხაჯიშვილის ზედამხედველობით. გავხდი ორგზის მსოფლიო ჩემპიონი და სკოლის დამთავრების შემდეგ გავემგზავრე ამერიკის შტატ ტეხასში, სადაც Texas Tech University-ში ჩავაბარე. აგრეთვე, ვმუშაობდი ამერიკის კონგრესშიც სტაჟიორად, სადაც საქმიანობისას მქონდა შეხვედრა ჩვენს პრემიერ-მინისტრთან და აგრეთვე შალვა ნათელაშვილთანაც, როდესაც ისინი სტუმრობდნენ ამერიკას.

ამჟამად ვმუშაობ როგორც მსახიობი, ფიტნეს-მოდელი და პერსონალური ტრენერი აქვე, ტეხასში, და მყავს ბევრი მიმდევრები.

მომავალ წელს ვაპირებ ბოდიბილდინგის შეჯიბრებაზე გამოსვლას და საქართველოს წარმოდგენას ინდივიდუალური ინიციატივით".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება