ვინ დაჰყვება გასტროლებზე ქეთა თოფურიას - "ის ჩემი ბავშვობის მეგობარია"

ვინ დაჰყვება გასტროლებზე ქეთა თოფურიას - "ის ჩემი ბავშვობის მეგობარია"

ნუცა ბერიძე 26 წლის დიზაინერია, რომელიც ბრენდ ''ატარეს'' ქმნიდა, ჩვენებებში, მოდის კვირეულებში მონაწილეობდა, მისი სამოსი იყიდებოდა ქართველი დიზინერების მაღაზიებში, მაგრამ წელიწად-ნახევრის წინ მოსკოვში გამგზავრება და ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა. გარემოსა და სიტუაციასთან შეგუებაში მეგობრები დაეხმარნენ, მათ შორის მოსკოვში წარმატებული ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია...

- ვასილ სურიკოვის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ, პარალელურად ვმუშაობ შეკვეთებზე, ვფიქრობ, ცოტა ხანში ჩვენებაც მოვაწყო, ასევე მინდა, გალერეა გავაკეთო და ვნახოთ.

- რადგან მოსკოვში გადახვედი, ბრენდს სახელს შეუცვლი?

- ეგ ჯერ მოფიქრებული არ მაქვს. საკმაოდ რთულია აქ სწავლა, ცხოვრების რიტმიც ძალიან სწრაფია, ვფიქრობ, წლის ბოლოს უკვე ჩამოყალიბებული ვიქნები, რა და როგორ გავაკეთო.

- რამდენად მომთხოვნია რუსული საზოგადოება?

- საკმაოდ მომთხოვნები არიან, მოსწონთ ქართული ბრენდები და ქართული პროდუქტი. როგორც გითხარი, იმდენად ჩართული ვარ სწავლაში და იმდენად დაკავებული, ვერ ვახერხებ, მოთხოვნა მთლიანად დავაკმაყოფილო. დიდი გეგმები მაქვს, ამ ქალაქში თავის დამკვიდრება მსურს.

- მარტო წახვედი მოსკოვში?

- მარტო კი წავედი, მაგრამ აქ მეგობრები მელოდებოდნენ, მათი დახმარებით ადაპტაციის პერიოდი მარტივად გადავლახე. საქართველოში, როგორც წესი, დიდი ოჯახი ერთად ცხოვრობს, გეხმარებიან მშობლები, ამის ფონზე მარტო ცხოვრების დაწყება, როცა ყველაფერი შენი გასაკეთებელია, ადვილი არაა, მაგრამ ვეჩვევი ამასაც. ადამიანი იმისთვის ცხოვრობს, რომ განვითარდეს და სირთულეები გადალახოს.

- რუსულ ყაიდაზე ადვილად გადაეწყვე?

- მართალია, ჩვენ უფრო მკაცრი წესები, განსხვავებული მენტალიტეტი გვაქვს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გამიჭირდა. ჩემთვის რთული იმ სწრაფ რიტმში ჩაჯდომა იყო, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაგვიანება, მაგრამ საცობების გამო ყოველთვის გაგვიანდება, ყველას წუთები აქვს დათვლილი...

- რუსულ სამოდელო ბიზნესში რამდენად ხარ ჩახედული? ქართულისგან, ალბათ, ძალიან განსხვავდება.

- კი, შედარებაც არ შეიძლება. აქაც მყავს ბევრი მეგობარი დიზაინერი, მაგალითად, ალექსანდრ არუთინოვის ჩვენებებს აუცილებლად ვესწრები ხოლმე.

- ბევრი ქართველი ცხოვრობს მოსკოვში, თუ ხვდები მათ?

- ქეთა თოფურია ჩემი ბავშვობის მეგობარია, რომელთანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს, ანკა ციციშვილს შოურუმი აქვს, სადაც ბევრი ქართველი დიზაინერის ნამუშევარი იყიდება, ძირითადად, მათთან ვკონტაქტობ.

იხილეთ გაგრძელება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს