"შეყვარებული მიგებს" - აეროფობიით შეპყრობილი სკოლის მოსწავლე მოდელი

"შეყვარებული მიგებს" - აეროფობიით შეპყრობილი სკოლის მოსწავლე მოდელი

მოდელის პროფესია თინეიჯერ გოგონებში ბოლო დროს რომ პოპულარული გახდა და სამოდელო სააგენტოებს ბევრი აბიტურიენტი აკითხავს, ამის ერთ-ერთი მაგალითია მარიამ მიქელთაძეც. მარიამი ცოტა ხნის წინ სამოდელო სააგენტო "ირაკლეონის" წევრი გახდა, ხოლო გუშინ კი ტაივანში საქართველოს სახელით, სილამაზის კონკურსზე გაემგზავრა, რომელშიც 70 ქვეყანა მონაწილეობს. მას გამგზავრებამდე გავესაუბრეთ.

მარიამ მიქელთაძე:

- მოდელი კი ვარ, მაგრამ ჯერ სკოლაში ვსწავლობ, მეთერთმეტე კლასელი ვარ... საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით მინდა სწავლა.

- მერე როგორც აბიტურიენტს, სამოდელო საქმიანობა დროს არ გართმევს?

- არა, დროს ისე ვანაწილებ, რომ ხელს არ მიშლის. მართალია, ვემზადები, საგნებში ვმეცადინეობ. ახლა ტაივანში 18 დღით მივდივარ, მაგრამ ვეცდები, რომ ამ დღეებმა სწავლაში დიდად არ ჩამომარჩინოს. მოკლედ, 31 ოქტომბერს მივემგზავრები, სადაც გოგონები 70 ქვეყნიდან მონაწილეობენ.

- გამარჯვების იმედი გაქვს?

- გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ იმედიანად ვარ (სიცილით ამბობს).

- არ გეშინია?

- არა, კონკურსის არ მეშინია, ფრენის კი ნამდვილად მეშინია. თან, მარტო მივემგზავრები და 14 საათი თვითმფრინავში უნდა ვიყო...

- აეროფობია გქონია...

- მართლა ძალიან მეშინია...

- მარიამ, რა გატაცებები გაქვს?

- ადრე, 7 წელი ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი. მერე, მომბერზდა და თავი დავანებე.

- ისე, მოდელობა რატომ გადაწყვიტე, რატომ მოგწონს?

- გადაღებები, ფოტოსესიები, პოდიუმზე სამოსის წარდგენა, მაგარია... ახლა მეუბნებიან, ცოტა ივარჯიშეო...

- როგორ მოგწონს სააგენტო, რომელშიც მუშაობ?

- მშვენიერია, ახლა ტაივანში მიშვებს და როგორც მოდელი, გამოცდილებას ვაგროვებ...

- შეყვარებული არ ხარ?

- კი, ვარ.

- მერე შეყვარებული ასე შორს მარტო როგორ გიშვებს?

- ძალიან არ უნდა, მაგრამ რა ქნას? საერთოდ, შეყვარებული ყველაფერში მიგებს.

- შენი ტოლია?

- არა, ჩემზე უფროსია, უკვე სტუდენტია.

- დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთი?

- ორი წელია (სიცილით ამბობს).

- ე.ი. შენს გადაწყვეტლებას, გამხდარიყავი მოდელი, მხარი დაუჭირა?

- რა ექნა, დამთანხმდა, რადგანაც ძალიან მინდოდა მოდელობა.

- ტაივანში როგორი საკონკურსო სამოსი მიგაქვს?

- ერთი ეროვნული და ერთიც საღამოს, კოქტეილის კაბა. დედა დიზაინერი მყავს და მისი შეკერილია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება