რას პასუხობს ბადურაშვილი მორიგ რომანზე გავრცელებულ ჭორებს

რას პასუხობს ბადურაშვილი მორიგ რომანზე გავრცელებულ ჭორებს

მომღერალ ნინი ბადურაშვილზე თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ნინიზეა შეყვარებული. ერთმანეთი მურატის პირველი ჩამოსვლისას გაიცნეს და მას მერე ხშირად ხვდებიან ერთმანეთსო. ზოგი იმასაც ამბობს, არც ნინი არის გულგრილი მის მიმართ. საყვარელ გოგონასთან ენის ბარიერი რომ არ არსებობდეს, თურმე მურატი ქართულს აქტიურად სწავლობს. ჭორს იმითაც ამყარებენ, რომ მურატი ცოლს რამდენიმე თვის წინ, საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ დაშორდა. ჭორის გაგების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით.

- ნინი, როგორც გავიგეთ, მურატი საქართველოში პირველი ჩამოსვლისას გაიცანი და მას შემდეგ შენს გამო ჩამოდის ხშირად საქართველოში.

- (იცინის) ეს მორიგი ჭორია. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გავიცანი. სხვა დროს არ შევხვედრილვარ. როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება