ლუკა ჩიქოვანი - ''მინდა, პირველი ქართველი ვიყო სან-რემოზე''

ლუკა ჩიქოვანი - ''მინდა, პირველი ქართველი ვიყო სან-რემოზე''

იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ლუკა ჩიქოვანი თბილისში ორი კვირით იმყოფებოდა და თბილისელი მსმენელისთვის ორ კლუბში გამართა კონცერტი. ლუკა 8 წლიდან რომში ცხოვრობს და საკმაოდ პოპულარულია ახალგაზრდებში. რაც შეეხება მის მუსიკალურ მიღწევებს, კარიერის პირველ ეტაპზე ის სოციალურ ქსელებში სხვა პოპულარული მომღერლების ქავერების შესრულებით გახდა ცნობილი. ახლახან მისით ერთ-ერთი იტალიური ჟურნალიც დაინტერესდა.

დღეისთვის ის საკუთარი რეპერტუარით იტალიის მრავალ მუსიკალურ ჩარტში ლიდერობს. მისი პირველი სიმღერა ''ტემპო ელ ტემპო'' იტალიაში Iტუნეს-ის ჩამოტვირთვების ტოპ 40-შია. მიუხედავად იმისა, რომ წლებია საქართველოდან შორს ცხოვრობს, მშობლიური ენა არ დაჰვიწყებია..

.

- 20 წლის ვარ. დედა იტალიაში მუშაობდა და 6 წლის ვიყავი, მასთან რომ წავედი. საქართველოში ბებიკო დარჩა. პატარაობიდანვე მომწონდა მუსიკა და ცეკვა. ''იუთუბზე'' ვუყურებდი და ვუსმენდი ბევრ მომღერალს. მაშინ ვთქვი, რომ ეს მეც შემეძლო. გადავიღე ერთი ვიდეო და ''იუთუბზე'' ავტვირთე, რომელსაც თითქმის სამასი ათასი მნახველი ჰყავდა. ამის შემდეგ მომინდა სიმღერის სტუდიაში ჩაწერა, რაც რომში დიდ თანხებს უკავშირდება. საათი 50-100 ევროდან იწყება. დავდიოდი კლუბებში და ვეკითხებოდი, სჭირდებოდათ თუ არა ფლაერების დამრიგებელი. ვფიქრობდი, საათში ათ-ოც ევროს თუ გავაკეთებ, სტუდიაში მივალ და სიმღერას ჩავწერ-მეთქი. ერთ-ერთ მაღაზიაში რომ შევედი, დაინტერესდნენ, რისთვის მჭირდებოდა ფული. როცა ვუთხარი, აღმოჩნდა, რომ იმ მაღაზიის ქვეშ ხმის ჩამწერი სტუდია იყო, მოისმინეს ჩემ მიერ ინტერნეტში განთავსებული ვიდეო, როგორც ჩანს, მოეწონათ, რადგან ერთ კვირაში კონტრაქტი გავაფორმეთ (იღიმის).

ჩემი ერთ-ერთი პროდიუსერი 16 წელია, იტალიაში ფესტივალ ''სან რემოზე'' მუშაობს და პროდიუსერობასთან ერთად, ვოკალის პედაგოგია. თავიდან რამდენიმე ქავერი გავაკეთეთ, ერთ-ერთს 80 ათასი მნახველი ჰყავდა, მერე უკვე დავიწყეთ ჩემს ალბომზე მუშაობა და უკვე ორი წელია, გამოსაშვებად ვამზადებთ. მათთან თანამშრომლობას ახლაც ვაგრძელებ და სავარაუდოდ, ალბომს ''სტარტ'', ანუ ''დასაწყისი'' ერქმევა.

- ძალიან იღბლიანი ყოფილხარ...

- კი, ასე გამოდის. იტალიაში რამის გაკეთება, პროდუქცია თუ გინდა, შენ უნდა გადაიხადო, მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა იშვიათად და თან რთულად არის შესაძლებელი. ჩემ შემთხვევაში კი ისე მოხდა, რომ დამიჯერეს და ჩემში ფული ''ჩადეს''.

- რას უსმენენ იტალიაში ახალგაზრდები?

- იტალიაში, ძირითადად, ყველა ერთი სტილის მუსიკას აკეთებს. პროდიუსერებს ეშინიათ, რამე სხვას მოჰკიდონ ხელი, შეიძლება, ხალხს არ მოეწონოს. თუმცა პირადად მე სხვადასხვა სტილის მუსიკა მომწონს, მსოფლიოს სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებს ვადევნებ თვალს, ამიტომ ჩემს ალბომში შევა პოპმუსიკა, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული და კიდევ რამდენიმე ჟანრის სიმღერა. ჩემი პირველი სიმღერა ''ტემპო ელ ტემპო'' იტალიაში Iტუნეს-ის ჩამოტვირთვების ტოპ 40-ში მოხვდა. ერთ დღეში ჩემი სიმღერა ძალიან კარგად გაიყიდა.

- შენი აზრით, რით დააინტერესე მსმენელი?

- იტალია ევროპაში, ვიტყოდი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანაა თინეიჯერი ფანების მხრივ, თუმცა ისინი ლონდონსა და ამერიკაში მოღვაწე მომღერლებს გულშემატკივრობენ. იტალიაში ძალიან ცოტა ახალგაზრდა მომღერალია და აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ სიმღერით ხალხს შევუყვარდებოდი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება