რაზე სწყდება გული გიგა კუხიანიძეს - ''ჩვენ ასეთი გულშემატკივრობა არ ვიცით''

რაზე სწყდება გული გიგა კუხიანიძეს - ''ჩვენ ასეთი გულშემატკივრობა არ ვიცით''

წელს საბავშვო ''ევროვიზია'' მალტაში ჩატარდება. ამ საერთაშორისო კონკურსზე 15 ნოემბერს საქართველოს 10 წლის ლამაზი გოგონა, ლიზი ჯაფარიძე წარადგენს. ლიზის სასცენო სახელიც აქვს, - ''ლიზი პოპ''.

''ბედნიერი დღე'', - ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ლიზი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანს. სიმღერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, არანჟირება - რომა გიორგაძეს. კონკურსის ტრანსლირება, როგორც ყოველთვის, ''პირველი არხის'' საშუალებით მოხდება. კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე უკვე მეშვიდედ წარადგენს საქართველოდან კონკურსანტს საბავშვო ''ევროვიზიაზე''. აქედან 2 კონკურსი მოიგო, ორჯერ მეოთხე ადგილი აიღო, ერთხელ - მეხუთე და ერთხელ - მეორე.

რა პროგნოზს აკეთებს წლევანდელ კონკურსზე და როგორ ემზადება შემოქმედებითი ჯგუფი საერთაშორისო კონკურსისთვის, გიგა თავად გიამბობთ.

- დიდი სამზადისი გვაქვს. ვიდეორგოლი უკვე დავამზადეთ და ინტერნეტმომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს. გვექნება ძალიან ლამაზი სასაჩუქრე პაკეტები, რომლებსაც დავურიგებთ კონკურსანტებს, ისინიც ანალოგიურს ამზადებენ, ეს ტრადიციაა. გვექნება ძალიან ლამაზი აუდიოსიდი. დაგვრჩა კოსტიუმები. ამაზე დიზაინერი მარიკა ქურდუბაძე მუშაობს. ლიზი ჯა-ფარიძე 10 წლისაა, კარგად იცის ინგლისური, რუსული, ფრანგული. ჩვენი სტუდიის ბავშვია. ''ქენდისთან'' აქვს დუეტი ჩაწერილი, მონაწილეობს მოკლემეტრაჟიან მუსიკალურ ფილმში, რომელიც ჩვენ გადავიღეთ, მთავარ როლშია. აქვს რამდენიმე მუსიკალური ვიდეორგოლი. ბევრ საბავშვო კონცერტზე გამოდიოდა. ასე რომ, ეკრანი და ვიდეოკამერა მისთვის უცხო ნამდვილად არ არის. კასტინგზეც გამოიჩინა თავი და ჟიურიმ სწორედ ის შეარჩია წლევანდელი კონკურსისთვის.

- თუ გაქვს წარმოდგენა, რა კატეგორიის კონკურსანტებს შეეჭიდებით და როგორია შენი პროგნოზი?

- წელს კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობს, კარგი ბავშვები არიან. წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ამხელა გამოცდილება მაქვს. როცა მეგონა, მეხუთე ადგილსაც ვერ ავიღებდით, ზუსტად მაშინ გავიმარჯვეთ. მთავარია, ბავშვი იყოს კარგად მომზადებული, ნომერი - დახვეწილი, ყველასგან გამორჩეული და მივაღწიოთ საუკეთესო შესრულების ხარისხს. რომ გითხრათ, გამარჯვების იმედი მაქვს-მეთქი, დაუჯერებელი იქნება, თუმცა ყველაფერი ხდება. ნანახი მაქვს სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ვიდეორგოლები, მაგრამ არც ესაა წინასწარი პროგნოზის საშუალება. სანამ რეპეტიციას არ ვნახავ, დასკვნების გაკეთება გამიჭირდება.

- ხშირად ამ კონკურსზე ბავშვები ჩაცმის სტილით, ნომრით, სიმღერით დიდებს ემსგავსებიან ხოლმე, როგორი იქნება თქვენი ნომერი?

- ლიზი ათი წლისაა და ვითვალისწინებთ მის ასაკს. ჩვენი ნომერი იქნება ძალიან ბავშვური, თუმცა ვერ გეტყვი, რომ ბავშვური ნომერი გვქონდა ყოველ წელიწადს. ყოველთვის ვითვალისწინებდით ასაკს. მარიამ კახელიშვილი 15 წლის იყო და შესაბამისი ნომერი მოვუმზადეთ. ჯგუფში ''ქენდი'' სხვადასხვა ასაკი იყო... სიმართლე გითხრათ, საბავშვო ''ევროვიზიაზე'' ახალი ტენდენციებია. ეს ჩვენი დამსახურებაა. როდესაც პირველად მივიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობა, ბავშვები სცენაზე კოპლებიანი კაბებითა და ბაფთებით გამოდიოდნენ. ჩვენ ცოტა თამამი სტილი შევიტანეთ. ვარდისფერი პარიკები, განსხვავებული იმიჯი. მოგვბაძეს სხვებმაც, გაათანამედროვეს ჩაცმაც, ნომრებიც, სიმღერებიც კი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება