კაცები სულ იზომავენ და მერე ტრაბახობენ - ია ფარულავა

კაცები სულ იზომავენ და მერე ტრაბახობენ - ია ფარულავა

"რუსთავი 2"-ზე "ნიჭიერის" წლევანდელი სეზონის მორიგი ტური გაიმართა. სცენაზე "მხიარული მეგობრები" წარსდგნენ, რომლებსაც მიზნად მაყურებლის გამხიარულება ჰქონდათ დასახული. თუმცა, ჟიურის ზოგიერთ წევრს მათი ნამუშევარი მაინცდამაინც არ მოეწონა. მათ შორის იყო რეჟისორი ჭოლა წულაძე.

"ვერ გეტყვით ვერაფერს კარგს,  რაღაც გქონდათ კარგი ჩანაფიქრი, ბოლოში რომ დაგრჩათ პატარა, მაგრამ "ფაისაღი", თქვენ იყავით დამოკიდებული ინსტრუმენტზე. წამყვანებმა უფრო ჭკუა იხმარეს. პირდაპირ უნდა გქონდეს და მეტ სიმაღლეს მიაღწევს. ეს ცხოვრებაშიც გამოგადგებათ", - შენიშნა ჭოლა წულაძემ და მიუხედავად დაწუნებისა, მხიარულ ბიჭებს მაინც "კი" უთხრა.

ჩვეულ ამპლუაში იყო მსახიობი ია ფარულავა, რომელმაც ბიჭების ნომერი ჩვეულ იუმორში გაატარა.

"საიდან მოგაგონდათ ამის გაზომვა, რამე პრობლემა გქონდათ თუ, რატომ? მე ვიცი, კაცები სულ იზომავენ და მერე ტრაბახობენ", - სიცილით დასძინა ია ფარულავამ. საბოლოოდ, ახალგაზრდები მორიგ ტურში გადაიყვანეს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება