მთავარი, რის გამოც საქართველო უნდა მოინახულოთ

მთავარი, რის გამოც საქართველო უნდა მოინახულოთ

”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ულამაზეს ქვეყანაში, რომლის დედაქალაქი თბილისი არის ხვეული ქუჩების, პარკების და ეკლესიების ძველი ქალაქი”, - წერს ჟურნალ ბაზფიდის ჟურნალისტი. სტატიაში ავტორს მოჰყავს 25 მიზეზი, რის გამოც ტურისტებს მოუწოდებს საქართველოს მონახულებას.

სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისში უხვადაა კაფეები ღია ცის ქვეშ, რომ ყოველ შესახვევში ეზოებია და ძალიან საყვარელი კატები. ნათქვამია, რომ ქალაქი გამუდმებით იცვლება და ბოლო პერიოდში საინტერესო არქიტექტურული ნაგებობები შეიქმნა. ფოტოდ მოყვანილია მშვიდობის ხიდი. სტატიაში დართულია აბანოთუბნის, სვეტიცხოვლის, ჯვრის ფოტოები და ნათქვამია, რომ საქართველო უფრთხილდება თავის ტრადიციებს და ისტორიას.

განსაკუთრებით არის აღნიშნული ქართული სამზარეულო. ”საქართველო მართლა ლამაზია, მაგრამ პირველ რიგში გემრიელია”, - წერს ავტორი. ნახსენებია ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური, ხინკალი და ჩურჩხელა, რომლის გასინჯვასაც მკითხველს აუცილებლად ურჩევენ, რადგან ”არაამქვეყნიურად გემრიელია”.

ხაზგასმულია ქართული ღვინის გემო, ხოლო საფერავი საუკეთესო წარმომადგენლადაა დასახელებული, ნაბახუსევზე კი ბორჯომით გამოსვლას ურჩევენ მკითხველს. ნახსენებია ყაზბეგი და ბათუმი, როგორც სეზონური კურორტები. ”თბილისში უხვად არიან არტისტები, მუსიკოსები და დიზაინერები. უკანასკნელ წლებში საქართველოში იყო ომები, რევოლუცია და ბინძური პოლიტიკა. ამის გამო ხალხი ხშირად გამოდიოდა უშიშრად ქუჩებში და მოითხოვდა ცვლილებებს. ქართველებს უყვართ თავიანთი ქვეყანა და დედაქალაქი და არცაა გასაკვირი, რატომ”, - ამ სიტყვებით მთავრდება სტატია.

კომენტარებში უცხოელი მომხმარებლები ინტერესდებიან, თუ რამდენად უსაფრთხოა ფერადკანიანი ადამიანებისთვის აქ ჩამოსვლა. მათ ურჩევენ, რომ თუ დააპირებენ საქართველოს მონახულებას, მარტო არ ჩამოვიდნენ.

მომზადებულია buzzfeed.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება