"მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ" - სცენაზე გაშიშვლებული თინა მახარაძე კრიტიკას პასუხობს

"მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ" - სცენაზე გაშიშვლებული თინა მახარაძე კრიტიკას პასუხობს

მსახიობ თინა მახარაძის ცეკვისა და კაბის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ Ambebi.ge კომენტარისთვის თავად თინას დაუკავშირდა:

- თინა, თავიდანვე დათანხმდით ამ კაბის ჩაცმას?

- ვიცოდი, რომ ძალიან მაგარი კაბა იქნებოდა და მომიხდებოდა, ამიტომ თავიდანვე დავთანხმდი მის ჩაცმას. უფრო თამამი კაბაც მინდოდა, მაგრამ დავფიქრდი, რომ ჯერ 24 წლის ვარ და ცოტა ხანი კიდევ მინდა ვიცოცხლო. მინდოდა, მკერდიც გამომეჩინა, შავი ნაჭრით არ ყოფილიყო დაფარული. დიდი სიამოვნებით ჩავიცვამდი ასეთ კაბას, მაგრამ ნელ-ნელა ვაპარებ.

- დისკომფორტს ხომ არ გიქმნიდათ სცენაზე ეს კაბა?

- არანაირი დისკომფორტი არ მქონია.

- შემდეგ ტურზეც თამამად ჩაცმული იქნებით?

- კაბა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ლამაზი, მაგრამ არ გვაქვს იმის ფუფუნება ერთ კვირით ადრე გავთვალოთ, რას ჩავიცმევ, ამიტომ არ ვიცი.

- თინა, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა "ბრავოში" თქვენს მიერ შესრულებულ ცეკვას...

- მე საკმაოდ თვითკრიტიკული ადამიანი ვარ. როდესაც რაღაც ძალიან მომწონს, არავის კრიტიკა არ არის ჩემთვის საინტერესო. ამ შემთხვევაში კრიტიკა გასაგებია, რადგან მე ვარ მსახიობი, რომელიც 17 წლიდან სულ არანორმალური გრაფიკით ვმუშაობ და  სამწუხაროდ, არ მქონდა საკმარისი დრო, შესაბამისი ყურადღება დამეთმო პლასტიკისთვის და ქორეოგრაფიისთვის. სამუშაო მაქვს პრაქტიკაზე. არ იყო საშინელება. რა თქმა უნდა, მსახიობი ვარ და სრულყოფილი პლასტიკა უნდა მქონდეს, მაგრამ ვცხოვრობ საქართველოში, არ მყავს მენეჯერი და ყველაფრის მოგვარება მიწევს მე, ამიტომ არ მრჩება შესაბამისი დრო პლასტიკისთვის.

გააჩნია ვინ მაკრიტიკებს, თუ მაკრიტიკებს ადამიანი, ვინც დედის, მამიდის, ქმრის დახმარებით აიწყო ცხოვრება და დიდი დრო დარჩა იმისთვის, რომ ევლო სავარჯიშო დარბაზებში, ან ცეკვა კარგად ესწავლა, ამ ადამიანისგან კრიტიკა მიუღებელია, ან მისაღები, მაგრამ მხოლოდ სასაცილო. შენ რაღაცებს აკეთებ სხვების დახმარებით და ორგანიზებით, მე კიდევ ჩემს პონტში, ჩემით, 24 საათის განმავლობაში მუშაობით და ყველას დაუხმარებლად.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება