ია ფარულავა ტარიელ სუარს სექსუალური ძალადობის გამო სასამართლოში უჩივის?

ია ფარულავა ტარიელ სუარს სექსუალური ძალადობის გამო სასამართლოში უჩივის?

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მსახიობ ია ფარულავას ქმარი მუსიკოსი ტარიელ სუარი მივიდა. როგორც Ambebi.ge-ს კორესპონდენტი იტყობინება, სუარის საქალაქო სასამართლოში მისვლის მიზეზი მის წინააღმდეგ ია ფარულავას საჩივარი გახდა. გავცრელებული ინფორმაციით, საჩივარი ეხება სექსუალურ ძალადობას - მსახიობმა სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით შემაკავებელი ორდერი მოითხოვა.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge ტარიელ სუარს ესაუბრა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოში მისი ყოფნის მიზეზი სულ სხვა რამაა, კერძოდ, ის ტურნე, რომელსაც მეუღლესთან ია ფარულავასთან ერთად საქართველოს მასშტაბით გეგმავს.

"სექსუალური ძალადობა იაზე სიმართლეს არ შეესაბამება, იმიტომ რომ მე და იას ეს საქმე ძალიან გვიყვარს. ჩვენზე გავრცელებულ ჭორებს ვუმკლავდებით", - განაცხადა სუარმა.

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია პერფომანსი, რომელშიც ია ფარულავა - მსახიობის, თავად კი მუსიკოსის ამპლუაში მიიღებს მონაწილეობას. სუარის განცხადებით, აღნიშნული ტურნე მოიცავს 60 ღონისძიებას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. პირველი ღონისძიება კი თელავში 4 დეკემბერს არის დაგეგმილი.

რაც შეეხება საჩივარს, სუარის თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ ღონისძიებებს და სწორედ ამას უკავშირდება მისი საქალაქო სასამართლოში ყოფნა. დეტალებზე ტარიელ სუარმა არ ისაუბრა, აღნიშნა, რომ ცოტა ხანში სასამართლოში ია ფარულავა მივა და ამ დეტალებზე ისაუბრებს.

ნინო მჭედლიძე

იხილეთ ასევე: "ვიგოდნიკი ნაბიჭვარი ყოფილა, დაბლოკეთ ყველამ ეგ ყ..კაცა" - ია ფარულავა ქმარს სკანდალურად შორდება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება